• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 17, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თავს ისეთი რამ გადამხდა, არ ვიცი ასე მოტყუებულსა და შერცხვენილს თავი სად გამომეყოფა..“

by inew
1 March 2023
in საზოგადოება
0
„თავს ისეთი რამ გადამხდა, არ ვიცი ასე მოტყუებულსა და შერცხვენილს თავი სად გამომეყოფა..“
0
SHARES
1.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩემმა უბედურებამ არაერთხელ მაფიქრებინა თავის მოკვლა.  მერე მივხვდი, ამ ნაბიჯით ვწირავდი მშობლებს, რომლებიც იმედით შემომყურებენ.

ჩემი მშობლები 19-21 წლისანი დაქორწინდნენ. მათი სიყრმის შვილი  ვარ. 3 წლის შემდეგ კი გაჩნდა გულიკო. სწორედ გულიკო აღმოჩნდა ის, რომელმაც ჩემი ბედი მთლიანად შეცვალა. ოთხი წლის წინ გავიცანი ბეჟანი, ჩემი ბიძაშვილის მეგობარი.

ერთმანეთი შეგვიყვარდა, მაგრამ დაქორწინებას არ ვჩქარობდით. ბეჟანს უნდოდა, ოზურგეთში სახლი ეყიდა (სოფელში, მრავალსულიან ოჯახში ცხოვრობდა), ამიტომ თბილისში ხშირად დადიოდა კერძო შეკვეთების შესასრულებლად, რათა ფული დაეგროვებინა. თბილისიდან დაბრუნებული საჩუქარს აუცილებლად მომიტანდა ხოლმე.

დედაჩემს ეცოდებოდა ბეჟანი, – ამდენს შრომობს, იღლებაო და ხშირად ტოვებდა  სახლში. მამაც  ენდობოდა ბეჟანს… ერთხელ, დილაუთენია ბეჟანის ოთახიდან ჩემი და, გულიკო გამოვიდა.  ჩემს დანახვაზე შეცბა, მერე რაღაც უცნაურად გამიღიმა და თავის ოთახში შევიდა.

გაოგნებული ვიდექი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ისე მეუხერხულებოდა ამაზე ლაპარაკი, რომ ვერც ბეჟანს, ვერც გულიკოს თვალებში ვერ ვუყურებდი. ბეჟანმა კი მითხრა, თბილისში გამომიძახეს მეგობრებმა, რაღაც ობიექტი აუღიათო და წავიდა.

გავიდა ერთი თვე, მეორე, ბეჟანი არ ჩანდა. ძველ ნომერზე არ მპასუხობდა. ჩემს ბიძაშვილს რომ შევჩივლე ბეჟანის გაუჩინარების ამბავი, მითხრა: – მგონი, საბერძნეთში წავიდა ზაფხულის სეზონზე სამუშაოდო.

ეჭვი მომეძალა. ის დილა გამახსენდა. გადავწყვიტე, მეკითხა გულიკოსთვის, რა მოხდა-მეთქი… ისე უტიფრად გამომიცხადა – მე და ბეჟანს ერთმანეთი გვიყვარს, მისგან ორსულად ვარო, – სირცხვილისა და მოულოდნელობისგან ლამის გული გამისკდა.

მივხვდი, რაც გულიკომ მითხრა, სიმართლე იყო, რადგან სხვანაირად ძნელი ასახსნელი ხდებოდა ბეჟანის გაუჩინარება. ამის გაგონებაზე დედა ცუდად გახდა, მამამ შინიდან გააგდო “ნამუსგარეცხილი” შვილი.

გულიკოც თითქოს ამას ელოდა, – დიდი სიხარულით დავტოვებ სახლს, რომელიც ჩემთვის ციხე იყოო, – თქვა და თბილისში  მეგობართან წავიდა.

დისა და საქმროსგან მოტყუებულს და შერცხვენილს თავი სად გამომეყოფოდა? ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა, გოჩამ დამიმარტოხელა – მეეჭვება, ბეჟანს ეს ეკადრებინოს, გულიკო ხომ არ იგონებსო. არაფრის თქმა არ შემეძლო, მომხდარით გაოგნებული ვიყავი…

გოჩა თბილისში წავიდა, იქ ბეჟანის ახლობლებიც ნახა და ჩემი დაც. გულიკო ამბობდა, – მალე ბეჟანი ჩამოვა და ვიქორწინებთ, ბავშვიც გამიჩნდებაო… გავიდა ზაფხული, ბეჟანი დაბრუნდა და თავად მოინახულა გოჩა.

ის იქით ყოფილა გაოგნებული გულიკოს საქციელით, – მე ნინო მიყვარდა, დღე-დღეზე ვაპირებდით შეუღლებას, გულიკო კი, ერთ დილით ოთახში მესტუმრა და ურცხვად გამომიცხადა: – მიყვარხარ, მე გამოგვყვები ცოლად, ჩემი და შერცხვენილია და რად გინდა.

ნინო რამდენიმე წლის წინ ერთმა კაცმა შეაცდინა და აქ, ჩვენთან იმიტომ გტოვებენ, რომ როგორმე მოგასაღონო. ბეჟანს ოთახიდან გამოუგდია, მერე კი უკვე გითხარით, მოულოდნელად თბილისში წასვლა რომ გადაწყვიტა…

გამწარებული გოჩა ჩემთან მოვიდა, ყველაფერი მიამბო და ერთად გადავწყვიტეთ გულიკოს მონახულება. არ გველოდა, დაიბნა…

მერე, როცა გოჩამ კატეგორიულად მოსთხოვა სიმართლე ეთქვა, ასე რატომ მოიქეციო, იძულებული გახდა ეღიარებინა – ბეჟანი შემიყვარდა. როცა მივხვდი, ჩემი შეცდომის შედეგად ორსულად დავრჩი (ამხანაგის დაბადების დღიდან ნაცნობ ბიჭს შინ გაჰყოლოდა), გადავწყვიტე, ბეჟანისთვის დამებრალებინა ბავშვის მამობაო.

გაცოფებულმა გოჩამ სილა გააწნა, – შენი უზნეო და ბოროტი საქციელით ამდენ ადამიანს გული როგორ ატკინეო…

დღეს მე ისევ მარტო ვარ. ბეჟანმა ცოლობა მთხოვა, მაგრამ ვერ ვაპატიე, რომ გულიკოს დაუჯერა და ჩემთან არაფერი გაარკვია. გულიკო ახლაც თბილისშია და ჩვენკენ არც იყურება, თითქოს ყველანი მასთან მტყუანნი ვიყოთ.

არ ვიცი, დრო თუ გამინელებს წყენას, ვნახოთ, ახლა კი გული მხოლოდ ტკივილით მაქვს სავსე”.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნინო, ოზურგეთი”; კვირისპალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემი თავი შემძულდა იმის გამო, რომ ქმარს ეს გავუკეთე და ამხელა ტკივილი მივაყენე..

Next Post

წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვუთხრა ქმარს, დედაშენი ქმარს ღალატობსთქო..თან როცა ფაქტზე გამოვიჭირე წარმოუდგენელი რამ გააკეთა..

Next Post
წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვუთხრა ქმარს, დედაშენი ქმარს ღალატობსთქო..თან როცა ფაქტზე გამოვიჭირე წარმოუდგენელი რამ გააკეთა..

წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ვუთხრა ქმარს, დედაშენი ქმარს ღალატობსთქო..თან როცა ფაქტზე გამოვიჭირე წარმოუდგენელი რამ გააკეთა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.