ეს ამბავი ესპანეთის პატარა ღარიფ სოფელში მოხდა. სოფლის ერთ-ერთი მოსახლის ფერნანდესების ოჯახში ბიჭი დაიბადა. მას ანტონიო დაარქვეს.
ოჯახი მრავალშვილიანი და ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ ანტონიომ ვერ შეძლო სკოლაში განათლების მიღება, თუმცა როგორც ის მოგვიანებით იხსენებდა, ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ძალიან წარმატებული ადამიანი გახდებოდა.
საბოლოდ, 32 წლის ასაკში ანტონიომ დატოვა ოჯახის და იმ მიზნით, რომ რაიმე უკეთესი ეკეთებინა მექსიკაში გაემგზავრა. ანტონიო თავდაპირველად სამსახურის პოვნა ძალიან გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ ერთ-ერთ ლუდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა.
მალევე ანტონიომ ცოლიც მოიყავან. ანტონიო დაუღალავად მუშაობდა და ქარხანაში თითქმის 20 წლის მუშაობის შემდეგ ის კომპანიის გენერალურ დირექტორად აირჩიეს.
ანტონიომ მალევე შეძლო, რომ ყველასთვის ცნობილი ლუდი მსოფლიოში ძალიან ცნობილ ბრენდად ქცეულიყო. საბოლოოდ მას შემდეგ რაც ანტონიო ფერნანდესმა 2005 წელს სამსახური დატოვა, ის უკვე მილიარდელი იყო. ანტონიოს შვილი არ ჰყავდა. წამოსვლის შემდეგ ქარხანა საკუთარ ძმიშვილს დაუტოვა.
ანტონიო ფერნანდესი მუდმივად ეწეოდა ქველმოქმედებას, ეხმარებოდა ასობით ადამიანს, ტანჯავდა უშვილობა და ვერასდროს ვერ ივიწყებდა საკუთარ მშობლიურ სოფელს. სოფელს რომელშიც დაახლოებით 80 ღარიბი მოსახლე იყო.
სოფელს სერესალე დელ კონდადო ერქვა. ანტონიო ფერნანდესმა საკუთარი ქონებიდან ყველა თანასოფლელს ორ-ორი მილიო ევრო დაუტოვა. სწორედ ასე იქცა აღნიშნული სოფელი პირველ სოფლად, სადაც ყველა მცხოვრები მილიონერია.
ცნობილი მეცენატი მილიარდელი, რომელმაც ყველაფერს საკუთარი დაუღალავი შრომით და რწმენით მიაღწია 99 წლის ასაკში, 2016 წელს გარდაიცვალა.
ანტონიო ფერნანდესი დღეისათვის ყველა ესპანელისთვის არის უკეთილშობილესი და ნამდვილი სიკეთის მაგალითი, რომელიც მუდმივად მზად იყო დახმარება გაეწია ყველასთვის ვისაც ეს სჭორდებოდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.