ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელში, ერთ-ერთი Facebook მომხმარებელი, სამარშუტო ტაქსში მომხდარი ისტორიის შესახებ დაწერა.
ის საკუთარ პოსტში სამარშუტო ტაქსის მძღოლის სამაგალითო საქციელზე საუბრობს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, ერთ-ერთმა ჩემმა თანამშრომელმა, სამარშრუტო ტაქსიში, საფულე დაკარგა – საკმაოდ სოლიდური თანხითა და მნიშვნელოვანი დოკუმენტებით.
ძალიან ბევრი ინერვიულა და ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ ნივთს ვეღარასდროს ვიპოვნიდით. გარდა ამისა, დაზუსტებით არ ვიცოდით, სად დაკარგა.
ამავე „მარშუტკის“ მძღოლმა, საღამოს საათებში, ჩემი მეგობარი მარიამი სოციალურ ქსელში მოძებნა და დღეს სრულად მოუტანა ადგილზე ყველაფერი. როგორც გავიგეთ, ეს ახალგაზრდა კაცი გოგა ჭაავა ყოფილა.
საჩუქარზეც უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეხვეწეთ. გარდა ამისა, გავიგეთ, რომ დიდად არ ულხინს ეკონომიკურად. თუმცა, არ დამალა! არ ატირა ჩვენი გოგო, სხვისი არ მიისაკუთრა.
ასეთი ბევრი რომ იყოს, ნამდვილად გადავრჩებით” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.