• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შენ ყველა ქალი შემაძულე, არ მეგონა ასეთ რამეს თუ გამიკეთებდიო, მითხრა ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა და ტირილი დაიწყო

by inew
9 March 2023
in საზოგადოება
0
შენ ყველა ქალი შემაძულე, არ მეგონა ასეთ რამეს თუ გამიკეთებდიო, მითხრა ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა და ტირილი დაიწყო
0
SHARES
3.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

შენ ყველა ქალი შემაძულე, არ მეგონა ასეთ რამეს თუ გამიკეთებდი, – მითხრა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა და ატირდა. მას გული ვატკინე.

თუ რა მოხდა ჩვენ შორის, მოგიყვებით.  დავიწყებ იქიდან, რომ არ მესმის, კაცები რატომ არიან გაუმაძღრები, რატომ არასოდეს არაფერი ჰყოფნით, რატომ არასოდეს ხედავენ იმ სიკეთეს, რასაც უკეთებ. რასაკვირველია, ყველა კაცს არ ვგულისხმობ, მაგრამ მე მამაც ასეთი მყავდა და, სამწუხაროდ, ქმარიც ასეთი შემხვდა.

ჩემთვის ძვირფასი მამაკაცები ერთ რამეშიც აუვსებელი ქვევრებით აღმოჩნდნენ. მამაჩემს ყოველთვის არასაკმარისად ეჩვენებოდა ის ტკივილი, რასაც დედაჩემს აყენებდა და ჩემი ქმარიც ზუსტად ასე იქცეოდა. არ ვიცი, შეიძლება ბედიც არის, რომ სწორედ ასეთი კაცების გარემოცვაში მოვხვდი.

მშობელს ბავშვი არ ირჩევს, უფლის ნებაა, ვის ოჯახში დაიბადები. მერე კი გაქვს თავისუფალი ნება, რომ ვინც გინდა, აირჩიო, მაგრამ მე ამაშიც არ გამიმართლა. მომავალი ქმარი მამაჩემმა ამირჩია, ძმაკაცის შვილი გამირიგა.

უცნაური ის იყო, რომ ამ კაცს ძალიან ბევრი წლის შემდეგ შეხვდა. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა სახლში მოიყვანა და გაგვაცნო, ჩემი ძმაკაცია, უზბეკეთში ერთად ვმსახურობდით ჯარშიო. მაშინ გაიგეს ერთმანეთის ამბები და ურთიერთობა განაახლეს.

იმ კაცს ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ვაჟი ჰყავდა და მამებმა ჩვენი შეუღლება გადაწყვიტეს. დედაჩემმა წინააღმდეგობა გაუწია, ეგ კაცი ახლახან  გაიცანი და შვილს ვის ატანო. მამაჩემს როგორც სჩვეოდა, მაშინაც მუშტი მოუღერა, შენი საქმე არ არის, ჩემს შვილს ცოლად ვის გავატანო.

ერთ დღეს კი გამოაცხადა, დასანიშნად მოდიანო და ამ სიტყვებს პურმარილიც მოაყოლა, ანუ ფაქტის წინაშე დამაყენა.

იმ ბიჭს ვიცნობდი, ჩვენს ოჯახში რამდენჯერმე მოვიდა, მაგრამ ისე ახლოს არ ვიყავი, რომ მასთან შეუღლება გადამეწყვიტა. მოკლედ, წინააღმდეგობა ვერავის გავუწიე, დედაჩემიც შემეცოდა და გავთხოვდი.

დედას გული უგრძნობდა, რომ იმ ოჯახში ბედნიერი არ ვიქნებოდი და ასეც აღმოჩნდა. ჩემს ქმარს ორი შვილი გავუჩინე, 10 წელზე მეტი მის უამრავ ცუდ თვისებას გავუძელი, მაგრამ პატივისცემა ვერ დავიმსახურე.

ქალიდან ქალთან გადადიოდა, ჩემს ტანჯვას დასასრული არ უჩანდა. როცა მისი ღალატის გამო ჩხუბი მოგვდიოდა, დაცინვით მეტყოდა ხოლმე, რა, სიყვარულით კი არ მომიყვანიხარ, ერთი ქალის ხელში რომ ჩავკვდეო. ერთ დღესაც მოთმინების ფიალა ამევსო და ოჯახი დავანგრიე.

არ გეგონოთ, ამის გამო ქმარმა ძალიან ინერვიულა. მაშინ ერთი ქალით იყო გატაცებული და არც ჩემთვის ეცალა და არც ჩვენი  შვილებისთვის.

არავის ვუსურვებ ოჯახის დანგრევას და ამ სიმწრის გამოცდას. ძალიან მძიმედ გადავიტანე ყველაფერი, მაგრამ მაინც გავუძელი. მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი ადამიანი გამოჩნდა, კარგ ადგილას დავიწყე მუშაობა, სხვათა შორის, მამაჩემმაც ხელი შემიწყო და საწუწუნო აღარაფერი მქონდა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ კუთხითაც ყველაფერი მშვენივრად აეწყო. თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, რომელმაც ისე იაქტიურა, რომ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა.

მეხვეწებოდა, რომ ცოლად გავყოლოდი და ჩემს შვილებს მამობას გაუწევდა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, დავთანხმებოდი, რომ ჩემი ყოფილი ქმარი გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ვიღაცებმა ენა მიუტანეს, რომ გათხოვებას ვაპირებდი. ეს ვერ აიტანა, მოვიდა და შერიგება მთხოვა. ისე ტიროდა, ისე იქცეოდა, რომ დავიჯერე. მეუბნებოდა, მაპატიე და უფლება მომეცი, შვილები ერთად გავზარდოთო. შვილების გამო დავთანხმდი და შევურიგდი.

ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ეს ძალიან მძიმედ გადაიტანა. სწორებ მაშინ მითხრა, არ მეგონა, ასეთ რამეს თუ გამიკეთებდი. შენ ყველა ქალი შემაძულეო. ეს ისეთი ხმით მითხრა, ახლაც მეტირება.

ადამიანები რომ არ იცვლებიან, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. შერიგებიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ისევ სხვა ქალთან გაძვრა, ისევ მიღალატა და ისევ გავცილდი.

ამჯერად უკვე ის კი აღარ გადავიტანე მძიმედ, რომ ოჯახი დამენგრა, იმაზე ვინერვიულე, რომ ყოფილ ქმარს დავუჯერე და საყვარელი ადამიანი დავკარგე. ასე არც მას უნდა მოვქცეოდი და არც საკუუთარ თავს, მაგრამ ახლა რაიმეს შეცვლა გვიანია. ის ადამიანი ამ ღალატს არასოდეს მაპატიებს და ამაც ვერც ვთხოვ.

ყოფილ ქმართან ურთიერთობას კი საბოლოოდ წერტილი დავუსვი. დედამიწაზე არ არსებობს ისეთი რამ, რის გამოც მასთან დავბრუნდები.

გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

200 კაციანი ქორწილიდან პატარძალი მოულოდნელად გაუჩინარდა, რამდენიმე დღის შემდეგ ის დედამისს დაუკავშირდა და რეალური მიზეზი უთხრა

Next Post

გაფრთხილება ყველას, ვისაც ღამით მობილური ტელეფონის საწოლში თვალიერება უყვარს!

Next Post
გაფრთხილება ყველას, ვისაც ღამით მობილური ტელეფონის საწოლში თვალიერება უყვარს!

გაფრთხილება ყველას, ვისაც ღამით მობილური ტელეფონის საწოლში თვალიერება უყვარს!

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In