ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ეს პატარა ბარათი შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში – იმ ქალბატონმა გადმოგვცა, რომელსაც ქმარმა დაუწერა.
როგორც ქალბატონი ამბობს, ხანდახან მეტისმეტად კრიტიკულია ქმრის მიმართ, ბევრ შენიშვნას და მითითებას აძლევს, ისე, როგორც ბევრი სხვა დიასახლისი.
მაგალითად, ბაზრიდან მოსულს ხშირად უწუნებს ნავაჭრს, და ასეთი წვრილ-წვრილი თუ მსხვილი შენიშვნა-მითითებებით ხანდახან ქმარს “ტვინსაც უბურღავს”.
მორიგი დისკუსიის შემდეგ, როცა ქალმა კიდევ ერთხელ წაიკითხა ლექცია, თუ სად, როგორი, რა ფერის და რა სახის მწვანილი უნდა ეყიდა ქმარს, რისთვის უნდა მიექცია ყურადღება და რა არ უნდა შეშლოდა, კაცმა ეს ბარათი
დაწერა და ცოლს მაგიდაზე დაუდო. რასაკვირველია, ეს იუმორნარევი რეალობაა, თუმცა ბევრ ოჯახშია ასეთი რეალობა.
ხანდახან ქალები მეტისმეტად კრიტიკულები არიან ქმრების თუ შვილების მიმართ და მუდმივი შენიშვნებითა და მითითებებით ავსებენ ოჯახის წევრებს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.