ხეებს უდიდესი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს სამყაროში. მათზეა დამოკიდებული რამდენად სუფთა ჰაერით ვსუნთქავთ – ხელს უწყობენ ადამიანის როგორც გონებრივ, ისე სულიერ ჯანმრთელობას.
ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ ყოველივე იმას რასაც ბუნება გვაძლევს, ვიზრუნოთ, მოვუაროთ, შევქმნათ ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი სარგებლობის მიღება.
სტატიაში მოგითხრობთ ერთი ბუნების მოყვარული ადამიანის შესახებ ახალი ზელანდიიდან, რომელმაც ეკლესია ცოცხალი ხეებისგან ააგო.
მომაჯადოებლად ლამაზი ცოცხალი ხეებისგან შექმნილი ეკლესია, ახალ ზელანდიელი ბრაიენ კოქსის სახლის უკანა ეზოში, საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ნებისმიერ მნახველზე;
თუმცა, უფრო დიდ განცვიფრებას ის ფაქტი იწვევს, რომ ამ ადამიანმა ეკლესიის აგებას მხოლოდ 4 წელი მოანდომა!
კოქსი დიდი სიფრთხილით არჩევდა თუ რომელი ხეები უნდა გამოეყენებინა თავისი მშვენიერი ეკლესიისთვის –ზოგიერთ მათგანს ქვის შეფერილობის ღერო აქვს, მაშინ როდესაც სხვებს მეჩხერი ფოთლები – კოქსს სურდა ეკლესია ბუნებრივად, მზის სხივებიათ განათებულიყო.
ასეთ მოკლე დროში როგორ მოახერხა მან ამის გაკეთება? მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ახალ ზელანდიელს საკუთარი კომპანია აქვს სახელად Treelocations, რომელიც ახორციელებს ცოცხალი, დიდი ზომის ხეების გადარგვას ერთი ადგილიდან მეორეზე უზარმაზარი მექანიზირებული ნიჩბების გამოყენებით.
ამით მას საშუალება ჰქონდა დაერგა ცოცხალი ხეები ისე, როგორც მოისურვებდა და შედეგად, დაესრულებინა ეკლესია (რომელსაც საყრდენად ლითონის კონსტრუქცია აქვს) სულ რაღაც 4 წელიწადში.
კოქსი რამდენიმე წლის მანძილზე მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ათვალიერბდა ტაძრებს მთელს მსოფლიოში, რამაც შთააგონა საკუთარი ეკლესია აეგო.
“ერთ დღეს ჩემი სახლის უკანა ეზოში გავედი და გავიფიქრე: ამ სივრცეს ეკლესია სჭირდება – და ეს ყველაფერი ასე დაიწყო.
2011 წლის აპრილში მე გავასუფთავე ადგილი, გავაკეთე რკინის ჩარჩო და საქმეს შევუდექი იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლის შესწავლასაც წლები მოვანდომე.” განაცხადა stuff.co.nz.- თან ინტერვიუში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.