მამას 24 წლის შემდეგ გაახსენდა ჩემი არსებობის შესახებ.
ერთმანეთი არასდროს გვინახავს. დედამ განქორწინების შემდეგ გამაჩინა როდესაც მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ საქართველო არ იყო მისთვის ის ადგილი სადაც ცხოვრება სურდა.
რატომღაც დედაჩემი მისთვის ერთგვარი ტვირთი იყო, რომელიც ხელს უშლიდა ოცნების ასრულებაში, ეს ოცნება კი მისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება იყო.
მოქალაქეობის მიღების ყველაზე მარტივი გზა იყო ამერიკელ ქალზე დაქორწინება. მაგრამ რთულია დაქორწინდე როდესაც ისედაც ქორწინებაში იმყოფები.
მან განქორწინების შემდეგ გაიგო დედას ორსულობოს შესახებ ამაზე კი ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა, რაში ჭირდებოდა შვილი, როდესაც ოცნების ასრულებამდე სულ ცოტა აშორებდა.
ის წავიდა. ზოგიერთ მეგობართან მან ურთიერთობა შეინარჩუნა, მათ ის ხშირად ეკონტაქტებოდა და ამბები დედის ყურამდეც მოდიოდა. როდესაც გავიზარდე, ერთ დღეს ჩვენთან დედას მეგობრები მოვიდნენ, როდესაც სამზარეულოსთან ჩავიარე გავიგონე თუ როგორ განიხილავდნენ ისინი უახლეს ამბებს, მათ თქვეს რომ მამამამერიკაში ახალი ოჯახი შექმნა. როდესაც მეგობრები წავიდნენ დედა საკმაოდ ჩაფიქრებული და დადარდიანებული იყო.
მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც დედამ ეს ამბავი დამიმალა, რადგან ის ყოველთვის გულწრფელი იყო ჩემთან, მაჩვენებდა ძველ ფოტოამბომებს სადაც მამაც იყო და მეუბნებოთა რითი ვგავდი მას.
მე ვუყურებდი ფოტოებს, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი ის ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. არასოდეს მდომებია მასთან შეხვედრა, მის თვალებში ჩახედვა ის ჩემთვის სრულიად უცხო ადმაიანი იყო, გვერდით რომ გაევლო ალბათ ვერც კი ვიცნობდი.
უნივერსიტეტში უკვე ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა:
-მამაშენი დაბრუნდა. გუშინ ის ჩემს მეგობარს დაუკავშირდა და შენს შესახებ იკითხა, ჩემი ნომერი გამოართვა ვფიქრობ, ის შეეცდება დაგვიკავშირდეს.
ამდენი წლის შემდეგ? – თავში სულ ეს კითხვა მიტრიალებდა, მას ხომ არ ჰგონია, რომ მას მივიღებთ. – ის ჩვენთვის უცხოა.
როდესაც უნივერსიტეტში მივდიოდი დედამ გამაფრთხილა. – ფრთხილად იყავი,შესაძლოა შენს სანახავად უნივერსიტეტში მოვიდეს.
თუმცა დედას ეს წინათგრძნობა ამაო იყო, ორი წელი გავიდა მას შემდეგ მაგრამ მას დღემდე არ დაურეკავს დედასთვის, არც ჩემი ნახვა ნდომებია ოდესმე.
ვფიქრობ მე ხო არ დავურეკო. თუმცა არვიცი. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია