• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემმა „კეთილისმყოფელმა“ მეზობელმა ისეთი რამ გააკეთა ოჯახი დამინგრია.. მე სულელი კი ყველაფერს ვუყვებოდი..

by inew
6 March 2023
in საზოგადოება
0
ჩემმა „კეთილისმყოფელმა“ მეზობელმა ისეთი რამ გააკეთა ოჯახი დამინგრია.. მე სულელი კი ყველაფერს ვუყვებოდი..
0
SHARES
4.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი რომ შევქმენით, მამამთილმა იტალიურ ეზოში ბინა გვიყიდა და გვაჩუქა.

კორპუსში გაზრდილს ხმაურიან ეზოში ცხოვრება ცოტა გამიჭირდა, თუმცა, მეზობლები იმდენად კეთილგანწყობილი იყვნენ ჩემ მიმართ, მალევე მივეჩვიე.

განსაკუთრებული აქტიურობით თალიკო დეიდა გამოირჩეოდა. დილა გათენდებოდა თუ არა, ან ჩემთან შემოდიოდა ყავის დასალევად, ან თავისთან მეძახდა და თუ არ მივიდოდი, სწყინდა.

ამიტომ, მინდოდა თუ არა, ყოველ დილით მისთვის კომპანიონობა უნდა გამეწია ჭიქა ყავაზე, მომესმინა მისი მონაყოლი ეზოს ამბები და მეზობლებზე ათასგვარი ჭორ-მართალი.

ჩემი ქმარი დამცინოდა: ასე თუ გინდოდა, გვეცხოვრა დედაჩემთან, დედამთილის გულს მაინც მოიგებდი ყოველ დილითო. მოკლედ, ზოგჯერ ხასიათზეც ვერ ვიყავი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა ამეტანა მისი გაუჩერებელი, ემოციური და ხმამაღალი ლაპარაკი.

სამსახურიდან დაბრუნებულს, ეზოს ჭიშკართან მხვდებოდა ან ფანჯარასთან მელოდებოდა და აუცილებლად ანგარიში უნდა ჩამებარებინა მისთვის.

ერთი სიტყვით, ასე გადიოდა დღეები და წლები. თუმცა, მის მიმართ მაინც მადლიერი ვიყავი, რადგან ბავშვის გაზრდაში ძალიან მეხმარებოდა – იტოვებდა, აძინებდა, აჭმევდა, ასეირნებდა…

მეზობელი თალიკოს სახით, ფაქტობრივად, უფასო ძიძა მყავდა. სულ მაფრთხილებდა: არ დაუგდო ყური მეზობლებს, რას გეტყვიან, ხომ იცი, ჭორიკნები არიან, დიდად არც დაუახლოვდე, ვიცი მე მაგათი ამბავი – ვითომ შენი კარგად ყოფნა უხარიათ და ზურგს უკან რას იტყვიან, კაცმა არ იცისო.

რომ ვეტყოდი: რა უნდა თქვან, ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს-მეთქი, ბრაზდებოდა. მეც აღარ ვეპასუხებოდი. თუმცა, სულ ვგრძნობდი, არ უნდოდა, სხვებთან ახლოს ვყოფილიყავი.

ნათესავი დამეღუპა და მე და ჩემი ქმარი რაიონში წავედით დაკრძალვაზე, ბავშვი კი ჩემს დედამთილს დავუტოვეთ. რომ ჩამოვედით, ბავშვი მოვლილი, სადილი გაკეთებული, სახლი დაწკრიალებული, სარეცხი დარეცხილ-გაფენილი დამხვდა.

კი ვუსაყვედურე ჩემს დედამთილს: რატომ გადაიღალეთ ასე, ჩამოვიდოდი და ყველაფერს მე მივხედავდი, ისედაც ცელქი ბავშვი დაგიტოვეთ მოსავლელად და ამდენი რატომ დაიხარჯეთ-მეთქი.

მომეფერა და მითხრა: შენ ისეთი ყოჩაღი მყავხარ, ვიცი ყველაფერს გააკეთებდი, ისედაც ვერ გეხმარები, რა მოხდა თუ ხელი წაგიკარი. ქალბატონი თალიკო ბავშვს ართობდა და მე საქმეს ვაკეთებდი, არ დავღლილვარო.

მოკლედ, დედამთილი რომ გავაცილე, თალიკო დეიდასაც გადავუხადე მადლობა. დამთავრებული არ მქონდა სიტყვა, უკვე ჩემს სახლში იჯდა. დაიწყო და რა დაიწყო:

შვილო, რას დატოვე ეს შენი დედამთილი, ვითომ ალაგებდა და სინამდვილეში სულ გადაქექა ყველაფერი, იქნებ რა გიდევს და არ გინდა ნახოს, უზრდელი და უტიფარი ქალია, ვითომ გეხმარება და სინამდვილეში, ვიცი მე რისთვისაც წამოიწყო სახლის ლაგებაო.

აქ ვეღარ მოვითმინე და შევეპასუხე: იცით, რა? მე ჩემს დედამთილს პატივს ვცემ და არ მოგცემთ უფლებას, ასე ილაპარაკოთ, მას თვალდახუჭული ვენდობი და არ მინდა, თქვენი ენის გამო ეჭვი შევიტანო მასში.

მადლობა, რომ დაეხმარეთ, მაგრამ ასეთი ლაპარაკი მის ზურგს უკან, არ არის საჭირო და არც ლამაზი-მეთქი. გაცეცხლდა, ვეღარ მოთოკა ნერვები და მოაღო პირი, მაგრამ რა მოაღო: არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაიძულე და გეტყვი ქალბატონი!

შენმა ქმარმა რომ ზაფხულში დასასვენებლად გაგიშვა ბავშვთან ერთად და ვიღაც გოგოს მოათრევდა აქ, იცი? ის თუ იცი, შენი დედამთილიც რომ შეესწრო ამ ამბავს და დაგიმალა? ერთი სიტყვით, ისეთები მითხრა, დავმუნჯდი, ჩემი ქმარი აბაზანაში იყო და რომ გამოვიდა, უკვე ჩალაგებული მქონდა თავისი ტანსაცმელი.

გადაირია, რა მოხდაო. მივახალე მოსმენილი და ვუყვირე: მოღალატე ხარ და გაეთრიე ამ სახლიდან-მეთქი. მიხვდა, რომ თალიკოს ენამ გადამრია. ატყდა ერთი ამბავი. გაუხტა და გალანძღა, სულ ჭორიკანა დედაკაცი ეძახა, მერე მე მომდგა:

აგიხსნიდი ადამიანურად ყველაფერს, მეგობარი, კურსელი გოგო მყავდა სახლში, არაფერი მომხდარა ჩვენს შორის, უბრალოდ, შემთხვევით შევხვდი დავპატიჟე, ცოტა დავლიეთ, რუსთავში ღამით ვერ წავიდოდა და დარჩა, დილით დედაც მოვიდა და ერთად ვისაუზმეთ, სულ ეს იყო და რა კუდები მოაბით შენ და თალიკომო.

არაფრის გაგონება არ მინდოდა, გავჯიუტდი, საქმის გარჩევას მოვერიდე და არც უკან დავიხიე. დედამთილ-მამამთილმა ბევრი იბრძოლეს, რომ შევერიგებინეთ, მაგრამ უკვე ხუთი თვეა, მე და ჩემი ქმარი, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.

მეზობელ თალიკოს გამარჯობასაც არ ვეუბნები და ზურგს უკან, ვიცი, ჭორაობს ჩემზე. არ ვაპირებ ქმრის დათმობას, უბრალოდ, ახლა ასე მირჩევნია ყოფნა, მერე კი შევურიგდები და აუცილებლად გავაყიდინებ ამ ბინას, რომ კორპუსში გადავიდე საცხოვრებლად, შევიკეტო კარი და მეზობლის ყბაში არ ჩავვარდე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნიაკო, 29 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მითხრა საფულე დევს მანდ, ფული ამოიღე და მომაწოდეო.. გავხსენი და სწორედ იქ აღმოვაჩინე ცოლ-შვილის სურათი. ელდა მეცა, ჩახუტებულები რომ ვნახე. თან, ჩემი დაქალის აღწერილ გოგოს და ბავშვებს ჰგავდნენ..“

Next Post

„ფეისბუკი ოჯახს მინგრევს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე.. გთხოვთ მირჩიეთ..“

Next Post
„ფეისბუკი ოჯახს მინგრევს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე.. გთხოვთ მირჩიეთ..“

„ფეისბუკი ოჯახს მინგრევს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე.. გთხოვთ მირჩიეთ..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In