• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ნუთუ შეიძლება ყველა დედას დედა ეწოდოს.. ნუთუ შეიძლება შვილს ასეთი ჭრილობა მიაყენო..“

by inew
7 March 2023
in საზოგადოება
0
„ნუთუ შეიძლება ყველა დედას დედა ეწოდოს.. ნუთუ შეიძლება შვილს ასეთი ჭრილობა მიაყენო..“
0
SHARES
1.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ქეთი ძალიან განიცდიდა დედისგან უყურადღებობას, – გვწერს თეა გოცირიძე. – 7 წლის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და იმ დღიდან დაიწყო მისი უბედურება.

ქეთის დედა, მარიკა, დედისერთა, თავნება გოგო 18 წლისა გათხოვილა. მალე ქეთიც შეეძინა. ახალგაზრდები ერთხანს სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობდნენ.  სამი წლის შემდეგ ოჯახი ცალკე გადავიდა. კოტეს ვიღაცამ ჩააწვეთა, შენს ცოლს საყვარელი ჰყავსო.

კაცი გაშეშდა, მაგრამ ბოღმა გულში ჩაიკლა, ისე უყვარდა ცოლი, რომ ყოველი ჩხუბის შემდეგ ისევ თვითონ ურიგდებოდა, ბავშვიც ეცოდებოდა, რომელიც სულ დედის ნატვრასა და მოლოდინში იყო, მაგრამ როცა ცოლს საყვარელთან გადააწყდა, იმავე საღამოს განუცხადა, უნდა გავიყაროთ, ოღონდ ქეთის არ გაგატანო.

მარიკა დათანხმდებოდა კიდეც, რომ არა დედამისი. ბებიამ ერთი ამბავი ატეხა, ბავშვი წამოიყვანე, მე გავზრდიო…

მარიკა რაც ქმარს გასცილდა, უფრო მეტ დროს უთმობდა სარკის წინ ტრიალს. შვილს იშვიათად ლოყაზე მოუცაცუნებდა ხელს და სულ ეგ იყო მისი დედობრივი სიყვარული. გოგონას შურდა თავისი თანატოლების, რომლებსაც დედები თავს დასტრიალებდნენ…

მეოთხე კლასიდან რამდენიმე გოგონას დაგვიმეგობრდა. როცა თავის საწუხარს შემოგვჩივლებდა, დარდი ცოტათი უნელდებოდა. მეექვსე კლასში რომ გადავიდა, დედამისი მესამედ გათხოვდა. ბიჭი შეეძინა, მაგრამ არც ამ ბავშვზე იკლავდა თავს, დედამთილი უზრდიდა…

15 წლის ქეთის თავზარი დაეცა, როცა შინ მისულს დედა უცხო კაცთან დახვდა. მარიკაც დაიბნა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია და შვილს უყვირა, – ასე ადრე რატომ დაბრუნდი, გაკვეთილებს ხომ არ აცდენო. იმ წუთებში ქეთიზე უბედური არავინ იყო.

ბებოს წამლები მოხვეტა და ერთიანად ჩაიყარა პირში.  გონს საავადმყოფოში მოვიდა. ყველა თავს ეხვეოდა… დედის გარდა.

მეცხრე კლასში სიყვარული ეწვია. გიგი ერთი წლით იყო ქეთიზე უფროსი. იმ საღამოს შეყვარებულები კინოდან ბრუნდებოდნენ.

უცებ ბიჭმა ქუჩის გაღმა ვიღაცას მოჰკრა თვალი და გაფითრდა. = სირბილით გადაკვეთა ქუჩა. ქეთიც მიჰყვა. ბიჭი მანქანაში მსხდომთ მიუახლოვდა და კარი მოურიდებლად გამოაღო.

კაცმა დაუყვირა, – რას ბედავ? შინ რომ მოხვალ, მერე ვილაპარაკოთო. გიგიმ – შინ ჩემი ფეხი მანამ არ იქნება, სანამ ამ ქალს თავს არ დაანებებო.  მერე ქალიც გადმოვიდა მანქანიდან და… ქეთის თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ – მის წინ მარიკა იდგა.

– შენ რაღა გინდა აქ? შენც მითვალთვალებ? – შეჰყვირა დედამ.

გიგი შეცბა…

ქეთი ადგილს მოსწყდა და გაიქცა…

შინ ძლივს მივიდა. საწოლზე დაემხო და ხმამაღლა ატირდა. გულგახეთქილი ბებია ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა შვილიშვილის თავს.

ქეთიმ ის ღამე თეთრად გაათენა. მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა – თავი უნდა მოვიკლაო. გათენებისას კი როგორც იქნა, ჩაეძინა. ბებომ ურჩია, სკოლაში რამდენიმე დღე ნუ წახვალ, შინ  იყავი და დაისვენეო. ასეც მოიქცა.

ერთი კვირის შემდეგ გიგიმ დაურეკა, – აჯობებს, დავშორდეთო.

ქეთის მამა  მოსკოვში მუშაობდა. მალე გოგონა მამასთან გაემგზავრა.

ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ დედისგან მიყენებული სულიერი ჭრილობა რამენაირად მოეშუშებინა. მერე ერთ ოჯახში ძიძად დაიწყო მუშაობა. ოჯახის უფროსს ძმა ჰყავდა დასაოჯახებელი, ბიჭმა  ლამაზ ქართველ გოგონას ცოლობა სთხოვა…

ქეთის ორი შვილი ჰყავს, არაჩვეულებრივი ცოლი და დედაა, არ ივიწყებს თავისიანებს, არც მეგობრებს, ხშირად ჩამოდის თბილისში და გვნახულობს. დედას კი არც ეხმიანება, თუმცა მარიკას ეს სულ არ ანაღვლებს.

სკოლაში რომ დავდიოდით,  ქეთიმ მითხრა, ასეთი დედის ყოლას, სჯობს სულ არ გყავდესო. მაშინ მისმა ნათქვამმა გამაოგნა, მაგრამ წლების შემდეგ თავად ვუთხარი,- ასეთ ქალს  დედას არც მე დავუძახებდი-მეთქი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი, კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ფეისბუკი ოჯახს მინგრევს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიქცე.. გთხოვთ მირჩიეთ..“

Next Post

„ჩემი ქალიშვილი დარწმუნებული იყო, რომ კარგ ბედში ჩავარდა, თუმცა საქმის ასე საშინლად შემოტრიალებას ვერავინ ვერ იფიქრებდა..“

Next Post
„ჩემი ქალიშვილი დარწმუნებული იყო, რომ კარგ ბედში ჩავარდა, თუმცა საქმის ასე საშინლად შემოტრიალებას ვერავინ ვერ იფიქრებდა..“

„ჩემი ქალიშვილი დარწმუნებული იყო, რომ კარგ ბედში ჩავარდა, თუმცა საქმის ასე საშინლად შემოტრიალებას ვერავინ ვერ იფიქრებდა..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In