• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, July 3, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მამაჩემმა სულ ბოზი მეძახა..“

by inew
7 March 2023
in საზოგადოება
0
„მამაჩემმა სულ ბოზი მეძახა..“
0
SHARES
2.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

“მშობლებს უნდა აუხსნას ვინმემ, რომ არ შეიძლება ზრდასრული შვილების ცხოვრებაში ჩარევა”

“ერთ დღეს სურათების გალერეაში ვიყავით, გურამმა რომ მითხრა: ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა მოხდება, უცებ რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან.ამის წარმოდგენაც კი არ მინდა და მგონი, ახლა ზუსტად შემიძლია გითხრა, რომ მიყვარხარო. რამდენიმე დღეში მეგობრების თანხლებით დავიწერეთ ჯვარი”

29 წლის ანიმ ერთ საღამოს მშობლებს გამოუცხადა, – საცხოვრებლად მეგობარ ბიჭთან გადასვლას ვაპირებო.

ანი: – იმ დროს ვვახშმობდით. დედამ, რომელიც უთქმელადაც ხვდებოდა, რომ ჩემს მეგობარ ბიჭთან მხოლოდ პლატონური გრძნობები არ მაკავშირებდა, ფერდაკარგულმა გახედა პურიტანული წესების მადიდებელ მამაჩემს და ნერვიულად დაიწყო თეფშში კოვზის კაკუნი.

მამაჩემი ცოტა ხანს დუმდა, მერე მკითხა, – სად გადადიხარ საცხოვრებლად, მის ოჯახში? ბინა უნდა ვიქირაოთ, ოჯახში რა გვინდა, მისი ცოლი კი არ ვხდები-მეთქი. მამაჩემმა მრისხანედ შემომხედა და კბილებში გამოცრა, – აბა, რა ხდები, ბოზი?

ვცდილობდი, მისთვის ამეხსნა, – რა შუაშია ბოზობა, გვინდა, ერთად ვიცხოვროთ, ერთმანეთი გავიცნოთ და დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია ოჯახის შექმნა-მეთქი.

ხელი მოაწერეთ და მერე ჯანდაბაშიც წასულხარო, – მიყვირა მამაჩემმა. არ ვიცი, მინდა თუ არა მასთან ერთად სამუდამოდ ცხოვრება, – ვიყვირე მეც. თუ არ იცი, მაშინ შეეცადე, გაიგო და მერე გადაწყვიტო, – ხელი მაგიდას დაარტყა მამამ. სწორედ ამას ვაპირებთ, ოღონდ ერთად, რადგან ცალ-ცალკე ასეთი რამ არ გამოდის.

29 წლის ვარ და მგონი, სულაც არ ვარ ვალდებული, თქვენ გკითხოთ, რას ვაპირებ-მეთქი. ამაზე სულ გაგიჟდა მამაჩემი. ჩანთა ჩალაგებული მქონდა, ხელი დავავლე და შინიდან წამოვედი.

ეს ამბავი 8 წლის წინ მოხდა. მამაჩემმა ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა, დედაჩემსაც აუკრძალა შეხვედრა. მე და გურამი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ვმუშაობდით, თანაბრად ვინაწილებდით მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რა გვსურდა ერთმანეთისგან, შეგვეძლო თუ არა აგვეშენებინა ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიც ოჯახია.

გურამის ოჯახში ჩვეულებისამებრ დავდიოდით. მის მშობლებს ისტერიკა არ მოუწყვიათ, არ უთქვამთ ჩემზე, – ჩვენს ბიჭს გადაეკიდა, სახლიდან გაიტყუაო და ა.შ.ჩემი მშობლები კი გურამზე ლაპარაკობდნენ, – ანის ვიღაც ოხერმა ტვინი აურიაო.

ამასობაში, ჩემს უფროს ძმას ვიღაც გოგონა მოეწონა. მიყვებოდა, ისეთი ცანცარაა, შეუძლებელია, მასთან სერიოზულ ურთიერთობაზე იფიქრო, მაგრამ მართობს და თან ძალიან მაინტრიგებს, როგორც ქალი, უკარებააო.

მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ გოგომ ჩემს ძმას უთხრა, თუ გინდა შენი გავხდე, ცოლად უნდა შემირთო, თუ არა, დავშორდეთო. ჩემი 32 წლის ძმაც ადგა და ოჯახს გამოუცხადა, ცოლი მომყავსო.

ვგრძნობდი, არასერიოზულ ნაბიჯს დგამდა და შესაძლო იყო, ენანა. ამაოდ ვცდილობდი ახსნას. ყურიც არ მიგდო. ჩემზე გაბრაზებული მამაჩემიც თურმე ბედნიერი იყო, რომ მისმა ვაჟმა პატივი სცა მშობლებს და ცოლის შერთვა ტრადიციის დაცვით გადაწყვიტა.

მე არ ვყოფილვარ ჩემი ძმის ქორწილში. მამამ აკრძალა “ბოზი ქალიშვილის” სანათესავოში გამოჩენა. ცხადია, გული მეტკინა, მაგრამ ძაძა არ ჩამიცვამს.

მამაჩემის მოწონებულმა რძალმა სამ თვეში აურია. კიდევ უფრო აურია ჩემმა ძმამ. იმის გამო, რომ ცოლს ვერ ეთვისებოდა, შინ მისვლა ზარავდა. სამსახურიდან ჩემთან და გურამთან მოდიოდა. ვთხოვდი, მოიყვანე ის გოგო, იქნებ დავიმეგობრო და თქვენც დაახლოებაში დაგეხმაროთ-მეთქი.

უარობდა. მე რომ ვიცნობ და ჩემი ცოლი რომ ჰქვია, ეგეც კი მამძიმებს და არც მინდა მასთან ერთად სადმე ვიაროო. მოკლედ, ერთ დღესაც ჩემმა რძალმა განაცხადა, – მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდებიო.

გაგიჟდა მამაჩემი, ჩემს ძმას ეცა. ის დაადანაშაულა ყველაფერში, მაგრამ რძალი მაინც წავიდა. მალევე გაირკვა, რომ ფეხმძიმედ იყო. ეახლნენ ჩემი მშობლები და ხვეწნა-მუდარით შეარიგეს ჩემს ძმასთან. მოკლედ, ბავშვი გაჩნდა, მაგრამ გამოხდა ხანი და ოჯახი ერთ დღესაც საბოლოოდ დაინგრა.

– შენ და გურამმა გაარკვიეთ, რა გსურთ ერთმანეთისგან?

– ზუსტად სამი წლის წინ, მე და გურამი სურათების გალერეაში ვიყავით და უცებ მითხრა: ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა მოხდება, უცებ რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა და მგონი, ახლა ზუსტად შემიძლია გითხრა, რომ მიყვარხარო. ვუთხარი, ჩემი საქმეც ასეა-მეთქი. რამდენიმე დღეში ჯვარი დავიწერეთ. უკვე შვილიც გვყავს.

– მამაშენს არ მოულბა გული?

– არა. მას დღემდე ჯიუტად მიაჩნია, რომ მე სახლიდან წასვლით მისი ღირსება და თავმოყვარეობა შევლახე. არც ვცდილობ დავარწმუნო, რომ მისი გულის ტკენა სულ არ მინდოდა, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს. ერთია, რომ ის სახლი მენატრება, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

ერთხელ, წლების წინ, როდესაც ვიცოდი, რომ მამა შინ არ იქნებოდა, მივედი, მაგრამ დედაჩემიც ისეთი შეშინებული და ცივი მეჩვენა, მეტად იქ მისვლაზე აღარ მიფიქრია. ჩვენ საკუთარი ბინაც შევიძინეთ. მამას არც აინტერესებს, როგორ ვარ.

როდესაც ნათესავები ულოცავდნენ ჩემს დაოჯახებას, შემდეგ კი შვილიშვილის შეძენას, თურმე ყველას ეუბნებოდა, ანი დიდი ხნის წინ მომიკვდა და მე ერთი შვილიშვილი მყავს ვაჟისგანო.

ძნელი მოსასმენია ეს, მაგრამ ვცდილობ, არ ვიფიქრო ამაზე. არადა, ჩემს ძმისწულს ყოფილი რძალი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ უშვებს ბებია-ბაბუასთან სტუმრად…

ქალის და კაცის ურთიერთობა ინდივიდუალურია და არავინ თქვას, რომ ყველას თან დაჰყვება ოჯახის შექმნის და მართვის ნიჭი. ამ ყველაფერს კარგად გააზრება და სწავლა სჭირდება. ჩვენ ბავშვის გასაჩენადაც საგანგებოდ მოვემზადეთ.

ეს დიდი თემაა და ცალკე განხილვას საჭიროებს. მშობლებსაც უნდა აუხსნას ვინმემ, რომ არ შეიძლება ზრდასრული შვილების ცხოვრებაში ჩარევა და მათი ინტერესების იგნორირება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ვერ შევძელი ჩემი შვილისთვის დაოჯახებაში ხელი შემეწყო.. ამის გამო მან ასეთი საშინელება გამიკეთა..“

Next Post

„დედამთილმა ვაჟს მოსთხოვა, ცოლს უთხარი, ოჯახის საქმეს მიხედოს, გათხოვილი ქალის საქმე არაა სამსახურში სიარულიო.. თუმცა რძლისგან ასეთ საქციელს ვერავინ წარმოიდგენდა..“

Next Post
„დედამთილმა ვაჟს მოსთხოვა, ცოლს უთხარი, ოჯახის საქმეს მიხედოს, გათხოვილი ქალის საქმე არაა სამსახურში სიარულიო.. თუმცა რძლისგან ასეთ საქციელს ვერავინ წარმოიდგენდა..“

„დედამთილმა ვაჟს მოსთხოვა, ცოლს უთხარი, ოჯახის საქმეს მიხედოს, გათხოვილი ქალის საქმე არაა სამსახურში სიარულიო.. თუმცა რძლისგან ასეთ საქციელს ვერავინ წარმოიდგენდა..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In