ბევრი ადამიანი საყვედურით აღნიშნავდა, რომ მღვდლები ატარებდნენ მდიდრულ ტანსაცმელსა და ოქროს ჯვრებს. საინტერესოა, ჯვრები მართლა ოქროსია თუ არა და საიდან გაჩნდა ასეთი “უცნაური” ტრადიცია რელიგიაში, რომელიც მოყვასის სიყვარულს ქადაგებს? რაოდენ მოსაწყენიც უნდა იყოს, მოგვიწევს რომაელებთან დაბრუნება.
- დაუმსახურებელი სტერეოტიპი
ვინც მღვდლის ბრჭყვიალა ჯვარს უყურებდა, ხშირად ექმნებოდა წარმოდგენა, რომ იგი მთლიანად ოქროსი იყო. უმეტეს შემთხვევაში ასე არ იყო. როგორც წესი, მღვდლების ჯვრების შემადგენელი მასალებიდან ოქრო მხოლოდ 5 %-ია. ესაა ძირითადად პატარა ოქროს ფირფიტები, გადაკრული ჯვრებზე, ან ეს ჯვრები უბრალოდ მოოქროვილია. ზოგჯერ ჯვრების დასამზადებლად იყენებდნენ ოქროს მსგავს ნივთიერებას, მასალას მხოლოდ გარშემომყოფებისათვის “ეფექტის”, შთაბეჭდილების შექმნის მიზნით.
მეორე მხრივ, შეიძლება, გაიგოთ, რომ “ოქრო დემონური, ეშმაკისეული მასალაა”. ეს თითიდან გამოწოვილი განცხადებაა, რამდენადაც რელიგიურ ტექსტებში არაა მკაცრად განსაზღვრული იმ მასალების ჩამონათვალი, რისგანაც საეკლესიო ატრიბუტები უნდა დამზადდეს, მათ შორის ჯვრების შემთხვევაშიც. უფრო მეტიც, ქრისტიანობას არ აქვს რამე საწინააღმდეგო ოქროს მიმართ, იგი გმობს სიხარბესა და ვერაგობას, ოქროსმოყვარეობას და არა თვითონ ოქროს, როგორც მასალას. მთავარია ზომიერების დაცვა.
- რომის იმპერია და ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია
ასევე, მეტისმეტი გულუბრყვილობაა, სისულელეა, ვუკირკიტოთ სიტყვებს: “ქრისტე ფეხშიშველა დადიოდა, თქვენ კი ოქროში იხრჩობით!”. თეორია და პრაქტიკა ხშირად არ ეთხვევა ზუსტად ერთმანეთს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ამისა ეკლესიაა, როგორც ორგანიზაცია. ეკლესია, მათ შორის ქრისტიანული ეკლესია, ყოველთვის იყო იდეოლოგიური ორგანიზაცია და ნებისმიერი ორგანიზაცია აგროვებს რესურსებს, მეტად თუ ნაკლებად.
რომის იმპერიაში ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, მიიღეს არა ისე უბრალოდ, ეს იყო კარგად მოფიქრებული, მიზანმიმართული პოლიტიკური და სოციალური ნაბიჯი, ასევე, ერთგვარი განაცხადი. მრავალი ღმერთის მაღიარებელი წარმართული კულტურა უკვე აღარ შეეფერებოდა სახელმწიფო იდეოლოგიის როლს.
გადასვლა ქრისტიანობაზე უპირველესად ემსახურებოდა იმპერატორის ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცების საქმეს. კერძოდ, საკითხის განსჯა იყო ასეთი: თუ ცაზე ერთი ღმერთი გვყავს, მაშინ დედამიწაზეც ერთადერთი მმართველი უნდა იყოს (სწორედ ამ ერთადერთი ღმერთის მიერ არჩეული მმართველი).
ქრისტიანობაზე გადასვლის პერიოდისათვის რომის იმპერია იკავებდა დიდ ტერიტორიას, მრავალი ადამიანისათვის იგი, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, იდეოლოგიური ნაბიჯი – ერთი ღმერთი, ერთი იმპერატორი მოსახლეობას საკმაოდ ლოგიკურად და გონივრულად მოეჩვენა.
- რომის ქრისტიანი იმპერატორი ღმერთის მადიდებელია, ამიტომაც იმპერატორისადმი ურჩობა ღმერთისადმი დაუმორჩილებლობაა.
რატომ დაგვჭირდა ამის თქმა? – ქრისტიანობის მიღების დროისათვის რომაელები თავიანთი ცნობიერებით ჯერ კიდევ წარმართებად რჩებოდნენ და ისინი, ისევე, როგორც ძველი ადამიანები, იაზრებდნენ, რომ ღმერთებისა, ან ღმერთისათვის პატივი უნდა მიეგოთ . . და რა იყო პატივისცემის გამოხატვის საუკეთესო გზა? – მართალია, აშენებდნენ ულამაზეს და უზარმაზარ ტაძრებს, მაგრამ, ამასთანავე, ქრისტიანობა აქტიურად ქადაგებდა, რომ მორწმუნის სული სამოთხეში მოხვდება.
ეკლესიათა მდიდრული მორთულობა, საკმევლის, ოქროსა და ვერცხლის გამოყენება, საღებავებით შესრულებული ლამაზი ფრესკები – ეს ყველაფერი ემსახურებოდა მრევლზე გავლენის გაძლიერებას, “დედამიწაზე სამოთხის კუთხის” შექმნას. უბრალო ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი ენახა, გარდა გუთნისა და მისი ბორბლისა, ასეთ ადგილზე (ეკლესიაში) შესვლით “ჰიპნოზირებული”, მონუსხული აღმოჩნდა.
როგორ ვულგარულადაც, უხეშადაც უნდა ჟღერდეს, შუა საუკუნეებში ადამიანებისათვის ეკლესიაში სიარული ერთგვარი გასართობიც კი იყო.იმ დროს ტელევიზორი, რადიო და პანსიონები არ არსებობდა. ეკლესიაში კი საკურთხეველთან იდგა ჭკვიანი, განათლებული ადამიანი, რომელსაც კითხვაც კი შეეძლო. ასევე, აქ ადამიანი შეხვდებოდა და გაეჭორავებოდა ყველა მეზობელს.
რატომ ატარებდნენ მღვდლები ოქროს (რეალურად მხოლოდ ნაწილობრივ ოქროს, ან მოოქროვილ) ჯვრებსა და სამოსელს? – პოლიტიკური მმართველობის გადაწყვეტილებით, უფლის ტაძრებს უნდა განესახიერებინა დედამიწაზე უზენაესის ძალაუფლების მთელი ბრწყინვალება. და რომელი მასალა ანათებდა ყველაზე მეტად? – რა თქმა უნდა, უდავოდ, ოქრო.
- სწორი გათვლა, პიარი ძლიერი სახელმწიფოს იმიჯისათვის
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების რომში მდიდრულად მორთული ტაძრები, ასევე, პოლიტიკური განაცხადი, დეკლარაცია იყო, რომ ეს იყო ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო. რომში ჩამოსული უცხოელი ვაჭრები, ელჩები შორეული ქვეყნებიდან, მტრისგან წამოყვანილი მძევლები მდიდრული ტაძრების ხილვით აღფრთოვანებული რჩებოდნენ.
თუ სახელმწიფოს შეეძლო, ამდენი რესურსის გაღება რელიგიური ნაგებობების ასაშენებლად, ეს მიანიშნებდა მის სიმდიდრესა და ძლიერებაზე. რადგანაც ქვეყანა ძლიერი და მდიდარი იყო, ეს ნიშნავდა, რომ ღმერთები, ან ღმერთი მის მხარეს იყვნენ/იყო. ეს წარმართული აზროვნების ტიპური მოდელია, საიდანაც საფუძველს იღებს მდიდრული ტაძრების, მღვდლების მიერ ოქროს ჯვრებისა და მდიდრული სამოსელის ტარების ტრადიცია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..