წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ გაეშიფრათმონაზონ მარია კროჩიფისა დელა კონცეზიონის მიერ დატოვებული უცნაური შეტყობინება. 342 წლის შემდეგ, 2021 წელს, სიცილიელმა მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს. რაც მათ წაიკითხეს, ყველა საშინლად გააოცა.
ცნობილია, რომ წერილი 1676 წლის 11 აგვისტოს დაწერა გოგონამ, რომლისსაერო სახელი იყო იზაბელა ტომასი. მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მან მიიღო სახელი Maria Crochifissa della Conchezione – სიტყვასიტყვით “ჯვარცმული მარიამი”. მარიამი მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც აღთქმები დადო. გოგონა სიცილიაში, პალმა დი მონტეჩიაროს კომუნის ბენედიქტელთა მონასტერში ცხოვრობდა.
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ერთხელ მარიამ დილით გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ხელები და სახე მელნით ჰქონდა დათხვრილი. იქვე ახლოს იპოვა გაუგებარ ენაზე დაწერილი წერილი – უფრო სწორედ სიმბოლოებით და კოდებით დაწერილი წერილი. მარია მონაზვნებთან მივიდა, დარწმუნდა რა, რომ წერილი საკუთარი ხელით იყო დაწერილი და უთხრა, რომ მას კარნახობდა “კაცობრიობის მტერი”.
თუმცა რა ეწერა ფურცელზე, მან არ იცოდა. კოდი შედგებოდა ბერძნული და ლათინური ანბანის ასოებისგან, ასევე კირილიცას ანბანისგან და პირველსაწყისი ელემენტებისგან კი.
ამის შემდეგ დღემდე პალმა დი მონტეჩიაროს მონასტერში ინახებოდა 14 იდუმალი სტრიქონი, ასლი კი აგრიჯენტოს ტაძრის არქივში გადაიტანეს.
სამი საუკუნის განმავლობაში მეცნიერები ამაოდ ცდილობდნენ გაეშიფრათ შეპყრობილი მონაზვნის მიერ დატოვებული იდუმალი წერილები. კატანიის ლუდუმის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ ყველა რესურსი – მათ შორის ბნელი ქსელი საუბარია “ბნელ ინტერნეტზე”, რომლითაც ნარკოტიკების რეალიზება ხდება და პორნოგრაფიის ჩამოტვირთვა დაუბრკოლებლად შეიძლება. მაგრამ მასში სასარგებლო რესურსიც არსებობს. კერძოდ, მეცნიერები წააწყდნენ დეკოდირების პროგრამულ უზრუნველყოფას.
“ჩვენ გავიგეთ პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ იყენებს დაზვერვა დეკოდირებისთვის”, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა დანიელ აბეტემ, – პროგრამაში ჩავტვირთეთ ძველი ბერძნული, არაბული, ლათინური და ძვეკლეგვიპტური ანბანები. აღმოჩნდა, რომ ესწერილი მართლაც რაღაც ეშმაკისეულია ”. წერილი აღმოჩნდა ძალიან არათანმიმდევრული, მაგრამ მინიშნებებით:
“ღმერთს ჰგონია, რომ მას შეუძლია მოკვდავები გაათავისუფლოს”;
“ეს არ მუშაობს”
აქვე მონაზონი ღმერთს, იესოს და წმინდა სულს მოიხსენიებს, როგორც “უსარგებლო, ზედმეტი ტვირთი” .
იგი ასევე წერს: „ალბათ სტიქსი არსებობს“, რაც გულისხმობს ძველი ბერძნული მითოლოგიის მდინარეს, რომელიც მიედინებოდა მკვდარი სულების სამეფოში.
როგორც ზემოდან ჩანს, მარია იყო ძალიან განათლებული გოგონა და, უფრო მეტიც, ნიჭიერი ენათმეცნიერი. მკვლევარების ვარაუდით, მას შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა.
კიდევ ერთი რამ არის საინტერესო: ამბობენ, რომ აქ კიდევ ორი წერილი იყო დაწერილი მსგავსად. სამწუხაროდ, ისინი დღემდე ვერ გადარჩნენ. ან იქნებ…