• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 24, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„როდესაც მამაჩემი მოდიოდა ნასვამი, ხდებოდა კონფლიქტი და დედას რამდენჯერმე ხელი მოუკიდებია და გავქცეულვართ, როდესაც იარაღით გამოგვკიდებია მამა“ – მარიამ კუკუნაშვილის აქამდე უცნობი ისტორია

by inew
8 March 2022
in საზოგადოება
0
„როდესაც მამაჩემი მოდიოდა ნასვამი, ხდებოდა კონფლიქტი და დედას რამდენჯერმე ხელი მოუკიდებია და გავქცეულვართ, როდესაც იარაღით გამოგვკიდებია მამა“ – მარიამ კუკუნაშვილის აქამდე უცნობი ისტორია
0
SHARES
244
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ინვიტროგანაყოფიერების კლინიკების ქსელის მფლობელი მარიამ კუკუნაშვილი გადაცემა “სთორის’’ სტუმრობდა და საკუთარ ბავშვობაზეც ისაუბრა. როგორც ჩანს, მარიამის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება, რადგან იგი ვერ ეგუებოდა იმ პატრიარქალურ პრინციპებს, რომლებიც მის გარშემო ოჯახსა და სამეზობლოში არსებობდა.

მარიამმა ერთ ადამიანზე ცხრაჯერ, სხვადასხვა ქვეყანაში იქორწინა, ღალატი და სიყვარულიც გამოსცადა და, პარალელურად, საკუთარი ხელოვნური განაყოფიერების ქსელი შექმნა, რისი დახმარებითაც დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია.

ბავშვობაში სუიციდის მცდელობა ხუთჯერ ჰქონდა. თვითმკვლელობის სურვილს ხშირად სასურველზე უარის მიღება, მშობლებს შორის

კონფლიქტი და სტრესი იწვევდა.

„ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი და ღრმად განვიცდიდი იმ პატრიარქალურ სიმახინჯეებს, რომლებსაც ვხედავდი ოჯახში თუ ახლობლების ოჯახში და ყოველთვის ვაპროტესტებდი, თუმცა სტრესთან გამკლავება არ შემეძლო“ – თქვა მან.

გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ოჯახების 90% დისფუნქციურია, სადაც იზრდებიან ტრავმირებული ბავშვები, მაგრამ საზოგადოება იქცევა ისე, თითქოს არც აწუხებთ და არც სტკივათ ეს დამოკიდებულება. ცხრა ქორწინება ერთსა და იმავე მამაკაცთან ამ ფაქტზე პროტესტი და პასუხი იყო მისი მხრიდან, ვინაიდან ქმრის დომინაცია, ნასვამი კაცი, აყალმაყალი, ეს იყო მიუღებელი, თუმცა ეს ყველგან ხდებოდა და პრობლემას ვერავინ ხედავდა.

„როდესაც მამაჩემი მოდიოდა ნასვამი, ხდებოდა კონფლიქტი და დედას რამდენჯერმე ხელი მოუკიდებია და გავქცეულვართ, როდესაც იარაღით გამოგვკიდებია მამა“ – იხსენებს კუკუნაშვილი.

ის ასევე ამბობს, რომ საკუთარი აზრის გარდა, არავის აზრს უწევს ანგარიშს, რადგან როდესაც სხვა ადამიანი, თუნდაც მეუღლე, ცდილობს გიკარნახოს, რა გააკეთო, ეს აღარ არის ურთიერთობა და ამ დროს ქალი ვერ იქნება დამოუკიდებელი. მისთვის ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძებს დილით.

მისივე თქმით, ცხოვრებისეულ სირთულეებს პირველად მაშინ შეეჯახა, როდესაც სამსახურში, კერძოდ, ამერიკულ კომპანიაში საჩივარი დაწერა უფროსზე, რის გამოც გაუკეთეს ნარკოტესტი და სამსახურიდან გააგდეს. მაგრამ ის არ დანებდა, ამერიკელებს უჩივლა და სასამართლოც მოიგო.

„ადამიანის ღირსებას და ღირებულებას უნდა სცე პატივი. წარმატების მთავარი დანიშნულება ადამიანისთვის უნდა იყოს საკუთარი თავის პოვნა“ – ასე გამოიყურება მისი ცხოვრების მთავარი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც თვლის, რომ სულიერ სიმშვიდესა და წარმატებას მიაღწია.

საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით მარიამი თვლის, რომ საჭირო არ არის „გაეკიდო“ ადამიანს, რომელსაც წასვლა სურს, რადგან ის აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ღალატის შემდეგ ურთიერთობა ინგრევა და მისი აღდგენა თითქმის შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ მან “სიცრუის დეტექტორში” ისაუბრა ქმართან შერიგების შესახებ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ცოლ-ქმრის ურთიერთობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და დღეს ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“ჩემსა და თქვენს საქართველოს – არ უყვარს ცოცხალი გმირები…. უნდა მოკვდე” – რა სკანდალურ პოსტს ავრცელებს დინა მირცხულავა

Next Post

ქართველი მეზღვაურის განმარტება, თუ რა მიზეზით უთხრა უარი რუსულ გემს საწვავის მიწოდებაზე

Next Post
ქართველი მეზღვაურის განმარტება, თუ რა მიზეზით უთხრა უარი რუსულ გემს საწვავის მიწოდებაზე

ქართველი მეზღვაურის განმარტება, თუ რა მიზეზით უთხრა უარი რუსულ გემს საწვავის მიწოდებაზე

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.