ამფრად დავიარები. დღეს ვიზიტი მქონდა ექიმთან. რაც საბუთი გვაქვს (საუაბარია ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტზე), გვინდა არ გვინდა, გამოკვლევები უნდა გავიკეთოთ.
ყველას საკუთარი პირადი ექიმი გვყავს. ჰოდა, გვიკვლევენ და გვიკვლევენ. – წერს ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ლელა ხოტივარი, რომლის წერილსაც უცვლელად გთავაზობთ.
ჰოდა, მივდივარ მორიგ გამოკვლევაზე და ის დროა, მთელი იტალია რომ ისვენებს, ანუ „პრანძოს“ (სადილი) მერე საათები, (2საათიდან 5-მდე).
თითქმის ცარიელია ქუჩები. გავედი დიდ პიაცაზე. მოტიალებულია იქაურობა. კაციშვილი არაა.
და უცებ ვიღაცა დავინახე. ველოსიპედით, შორიდან მოდის და ბოლო ხმაზე მღერის: ,,ჰარალოოოო, ჰარი-ჰარალოო…” ვახ. მომიახლოვდა და მე, ასეთ ფორმაში, დედაც რომ ვერ გიცნობს, მივუტრიალდი და მივუმღერე: ჰარი ჰარალი ჰარალოთქო.
ჩამიქროლა, მერე დაამუხრუჭა. მომიტრიალდა: ქართველი ხარ? მეძახის. – ქართველი ვარ, აბა, ვინ ვარ! – გავძახე მეც. – სახელი მაინც მითხარი შენი. – მეძახის.
ვეუბნები. თან ხელს ვუქნევ, უფრო სწორად, ხელთათმანებს. ისიც მიქნევს. თან გავრბივარ ექიმთან. მოვიხედავ უკან, ისიც იხედება. კიდევ მოვიხედავ, ისიც..
მეგონა, მოაბრუნებს და დამეწევათქო. წავიდა.. წავიდა, მაგრამ, ისეთი შეგრძნება მქონდა, ჯარისკაცის მამასავით, რაღაცნაირი… „აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო-სნაირი”…
ჰოდა, ასე მივედი ექიმთან და გზაში მერე კიდე ვეძებდი იმ ველოსიპედიან თავქარიან გოგოს. – წერს ლელა ხოტივარი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია