პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას რუსი მეუღლე, ბლოგერი ელიზავეტა ოსმინინა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება რუსეთ-უკრაინის ომს და წერს:
„ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი იმ კონტენტს, რომელსაც ჩემს გვერდზე ვანთავსებდი, ვიცი, რამდენი ადამიანი კითხულობს და ყოველთვის წინასწარ ვწონი ყველა სიტყვას, მანამ, სანამ რამეს დავწერ ან რეპოსტს გავაკეთებ.
არ შემიძლია ჩუმად ვიყო სთორებში, ვპოსტო ჩვეულებრივი კონტენტი და არ შემიძლია თავი მოვაჩვენო, რომ არაფერი ხდება და ეს მე არ მეხება. ახლა რომ გავჩუმდე, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. იმავდროულად, არ ვადანაშაულებ მათ, ვინც ჩუმად არის.
ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირად ვუმკლავდებით სტრესს და ახლა ყველა სტრესშია, ჩვენ ყველას გვტკივა…
დღეს ძალიან მინდოდა ტაძარში წასვლა, მაგრამ გუშინ კოვიდი დამიდასტურდა, როგორც ამბობენ – გამარჯობა კიდევ ერთხელ… ჩაეხუტეთ თქვენს ოჯახს და მეგობრებს, მისწერეთ ან დაურეკეთ, გამოხატეთ თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა, დაეხმარეთ მათ, ვისაც სჭირდებით, არ დაუშვათ სიძულვილი და ბრაზი თქვენს გულებში.
და გახსოვდეთ, სიყვარული პირველ ადგილზეა. ყოველდღე ვლოცულობ მშვიდობისთვის’’.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..