• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday, March 29, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთ დღეში გამდიდრებული ქართველი ემიგრანტი – ვინ არის ქალი, რომელსაც ბერძენმა ვარსკვლავმა დიდძალი ქონება დაუტოვა (ვიდეო)

by inew
29 May 2024
in საზოგადოება
0
ერთ დღეში გამდიდრებული ქართველი ემიგრანტი – ვინ არის ქალი, რომელსაც ბერძენმა ვარსკვლავმა დიდძალი ქონება დაუტოვა (ვიდეო)
0
SHARES
5.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქართველი დიასახლისის ლამარა ლომთაძის და ბერძენი ვარსკვლავის მერი ხრონოპულოას ურთიერთობაზე ბერძნული მედია საუბარს არ წყვეტს. მათი ისტორია 2001 წელს დაიწყო, როდესაც არტისტმა საბერძნეთში მყოფი ქართველი ქალი დიასახლისად აარჩია. თითქმის 20 წელი ლამარა ლომთაძე ცნობილ მსახიობს ერთგულად ემსახურებოდა. ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. განშორება უჭირდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლამარა ლომთაძე ვარსკვლავს დაემშვიდობა და საქართველოში დაბრუნდა. 2 წლის შემდეგ, მერი ხრონოპულო გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობის მემკვიდრეთა სიაში ქართველი დამხმარეც აღმოჩნდა.

ამ ისტორიას არაერთი სატელევიზიო ეთერი მიეძღვნა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერი ხრონოპულომ ქართველ მომვლელს ერთ-ერთი სახლი და თანხა დაუტოვა. “კურიერი P.S- მა” ლამარა ლომთაძე მოძებნა, მან შეხვედრაზე უარი გვითხრა, სატელეფონო საუბრისას კი განმარტა, რომ მემკვიდრეთა ნუსხაში არის, თუმცა მსახიობმა მხოლოდ თანხა უანდერძა, რომელიც ჯერ არ მიუღია. ლამარა ლომთაძეს ბერძენ ვარსკვლავთან კავშირი არც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაუწყვეტია

ბერძენი კინოვარსკვლავი მერი ხრონოპულო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 60-იან წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ მსახიობად ითვლებოდა, რომელმაც ბერძნული კინემატოგრაფიის ოქროს ხანაში დიდ წარმატებას მიაღწია, ასრულებდა დრამატულ როლებს და მონაწილეობდა ცნობილ მიუზიკლებში. იყო კინოს საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის და კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოს მფლობელი.მერი ხრონოპულომ მის საკუთრებაში არსებული 2 სახლი ბავშვთა სახლს დაუტოვა. ბერძნული წყაროების ინფორმაციით, ასობით ათას ევროდ არის შეფასებული მისი მოძრავი ქონებაც. ანდერძის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა მისი შინაარსი მემკვიდრეებისთვის უკვე ცნობილია.

ბერძენი კინოვარსკვლავის გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის და მემკვიდრეების შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მომზადდა. ბერძნულ ტელევიზიას ლამარა ლომთაძემ საქართველოდან ინტერვიუც მისცა.

ქართველი დამხმარის და ბერძენი მსახიობის მეგობრობის შესახებ მთელმა საბერძნეთმა იცის, ამ ისტორიით ამაყობენ ემიგრანტები, რომლებიც წლებია, საბერძნეთში მუშაობენ.

მერი ხრონოპულოს ანდერძის აღსრულება შესაძლოა დისტანციურად მოხერხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქართველი მემკვიდრე საბერძნეთში ჩასვლას გეგმავს.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორ გამოიყურება წარსულში ძალიან პოპულარული ჩეჩენი გოგო, რომელზეც წერდნენ, რომ ოჯახის წევრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს VIDEO

Next Post

წლების წინ ყველა იცნობდა ამ გოგოს – ნახეთ თვალებს არ დაუჯერებთ ვინ არის ეს გოგონა

Next Post
წლების წინ ყველა იცნობდა ამ გოგოს – ნახეთ თვალებს არ დაუჯერებთ ვინ არის ეს გოგონა

წლების წინ ყველა იცნობდა ამ გოგოს – ნახეთ თვალებს არ დაუჯერებთ ვინ არის ეს გოგონა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.