შვილო! რაც შენ ციხეში ჩაგსვეს არც კი ვიცი რა გავაკეთო: ვერაფერს ვუმკლავდები, ბაღს ვერ ვბარავ, ალბათ კარტოფილსაც ვერ დავთესავ…”
შვილი პასუხობს: “დედა! სოფელში ჩვენი ბაღი არ დაბარო, თორემ ისეთ რაღაცას ამოთხრი, რომ შენც ჩაგსვამენ და მეც დამიმატებენ სასჯელს!”
რამდენიმე კვირის შემდეგ შვილს ისევ მისდის წერილი დედისგან: “შვილო! შენი წერილი მოვიდა თუარა რამდენიმე საათში პოლიცია დამადგა თავზე, მთელი ბაღი გადათხარეს, ვერაფერი იპოვეს და გაბრაზებულები წავიდნენ, ილანძღებოდნენ!” შვილი პასუხობს: – “დედა! რითაც შევძელი დაგეხმარე, კარტოფილი შენით უნდა დათესო!”