ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს “ყოველთადედოფალს” (ბერძნულად “პანტანასა”) ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ.
ხატი დაბრძანებულია საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერის მთავარი ტაძრის აღსავლის კართან. ხატი ХVII საუკუნეშია დაწერილი… XX საუკუნეში “პანტანასა” ათონელმა ბერმა იოსებ ისიხასტმა თავის მოწაფეებს უწყალობა.
ერთხელ, ხატთან უცნაური ადამიანი მივიდა და გაუგებრად დაიწყო ლაპარაკი. იმ დროს ღვთისმშობლის სახე განათდა და უხილავმა ძალამ ის იატაკზე დააგდო. შეშინებული ახალგაზრდა ტაძრიდან გამოიქცა და ბერებს გამოუტყდა, რომ ჯადოქრობით და მაგიით იყო გატაცებული.
ამ სასწაულით, ყოვლადწმინდა ქალწულმა შეპყრობილი ადამიანი იხსნა და აღსარების გზაზე დააყენა, რის შემდეგაც, ის ათონის წმინდა მთაზე დასახლდა
იმის მერე აკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ხატი საოცარ ზეგავლენას ახდენდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, მათზე, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.
კიბოს, როგორც დაავადებას, უძველესი ისტორია აქვს. გარეგნულად კიბორჩხალას წააგავს, სწორედ ამ მსგავსების გამო, ჰიპოკრატემ მას “კარცინომა” (ტერმინების “კიბორჩხალა” და “სიმსივნე” სინთეზი) უწოდა.
ეს დაავადება პირველად, ძვ.წ.აღ-მდე, 1600 წელს, ეგვიპტურ პაპირუსზეა აღწერილი. ნაშრომში მითითებულია, რომ კიბოს რამდენიმე სახეა ცნობილი და რომ მისგან განკურნება შეუძლებელია.
ძვ.წ.აღ პირველ საუკუნეში რომაელმა ექიმმა ავლიუს კორნელიუს ცელსიუსმა გადაწყვიტა, რომ საწყის სტადიაზე კიბოს მკურნალობა ქირურგიული გზით არის საჭირო, ხოლო ბოლო სტადიაზე საერთოდ, არ ღირს ჩარევა.
კიბო ახლა უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა და ყოველწლიურად უამრავ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..