„ვამხილოთ მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!“, – წერს სოციალურ ქსელში მოცეკვავე თეა დარჩია. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მე, თეა დარჩია, სისხლით – ხორცამდე ქართველი, ვემიჯნები ყოველგვარ კოლაბორაციას ბოროტებასთან, ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობასა და ნებისმიერ აგრესიას!!!
მე, ქართველი და მაშასადამე ევროპელი, ვუერთდები სიკეთესა და სიყვარულს, სიბნელისა და ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვითხოვ საქართველოს ცის დაკეტვას მესამე მსოფლიო ომის შესაჩერებლად!!!
ასევე, კატეგორიულად ვგმობ საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი რუსის ქუჩასა თუ სხვადასხვა ადგილას ცემას, გინებასა და ლანძღვას!!!
ეს ფორმა ჩვენი არ არის!!!
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფეხქვეშ გავეგები და მოვემსახურები, ფიანდაზებს დავუგებ და ველაქუცები!!!
მე, თეა დარჩია, არ ვარ და არასოდეს ვიქნები მშვიდად, სანამ სადმე ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და უბრალოდ, ადამიანებს ხოცავენ!!!
ვაპროტესტებ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს, ან დაეხმარება კაცობრიობის საერთო მტრის, პუტინისტური რუსეთის, პოლიტიკას!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც ისე მოვიქცევი, როგორც მტერი იქცევა!!!
უკუნით სიბნელეს, ერთი პატარა სინათლის სხივიც კი ამარცხებს და მოდით, ეს სხივი ჩვენ ავანთოთ ჩვენს გულებში!!!
ბოროტებას სიკეთით და სიყვარულით დავუპირისპირდეთ!!!
ვამხილოთ მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!!!
ნუ გავჩუმებით, ნუ მოვერგებით და ნუ გავაძლიერებთ ჩვენს მტერს, რადგან უმოქმედობა, გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!!!“ – წერს თეა დარჩია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..