რუსული ესტრადის პოპ დივა ალა პუგაჩოვა, სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია რუსი მამაო, რომელიც ამბობს, რომ პუგაჩოვას რუსეთიდან წასვლის შემდეგ ჰაერი გასუფთავდა.
“გრძნობთ, როგორ გასუფთავდა ჰაერი, რაც ალა პუგაჩოვამ სამუდამოდ დატოვა რუსეთი?
უფალო როგორ ველოდი ამას!”, – ამბობს სასულიერო პირი.
იმავე ვიდეოში სასულიერო პირს პუგაჩოვამ უპასუხა და მიმართა:
“ნუ გიხარია ანდრიუშა, არდადეგები, შვებულება და მკურნალობა ემიგრაციაში წასვლას არ ნიშნავს.
მე ისევ დავბრუნდები და ვილოცებ შენზე შენს ეკლესიაში”, – მიმართავს პუგაჩოვა სასულიერო პირს ვიდეოში..
ადამიანებს ხშირად ინდივიდუალური ცრურწმენები და სხვადასხვა რიტუალების დაცვა გვახასიათებს, რომელიც ჩვენ წინაპრების გამოცდილებას უკავშირდება… დაუკვირდით, თქვენ თუ გაქვთ პირადი ცრურწმენები ან რიტუალები, რომლებიც გაფერხებთ ან პირიქით, თავდაჯერებულობას/ძალას გმატებთ.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოხმარებული აფხაზი ბებიის მიერ ნასწავლ რიტუალებზე წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მოქმედება ხდება სად, თუ არა სამეგრელოში:
მოკლედ, ერთი წელია რაც ოჯახი შევქმენი, არც ისე პატარა ასაკში… 30 წლისამ… ჰოდა, ახალ ოჯახში ქმრის ბებია, აფხაზი აღმოჩნდა, რომელიც მუდამ იმპერატიული სახით და ტონით გვასწავლის ოჯახში შემოსულ რძლებს (დედამთილსაც) კულინარიაში თუ სხვა საოჯახო საქმეებში, რა არის სწორი და რა არასწორი.
როგორც აფხაზი ბებია ამბობს, ეს სწავლება ეფუძნება, როგორც პირად, ასევე, მისი წინაპრების ნასწავლ სიბრძნეებს.
ერთ დღესაც, ახალ ოჯახში, ლობიოს მოხარშვა მოვინდომე, საღამოს დედამთილს ვეუბნები, – ლობიოს, მოსახარშად ამაღამ დავდგამ და ხვალ დილით შევკაზმავ-თქო…
ეს საუბარი არ მაქვს დასრულებული და მესმის მეორე ოთახიდან კივილი, – არიქაა, არ დაგვღუპო, ღამით ლობიოს მოხარშვა არ შეიძლებაო. დავინტერესდი რატომ არ შეიძლებოდა. პასუხად კი ის მივიღე, რომ ეს ბებიამისმა ასწავლა და ცუდის მომასწავებელ ნიშნად იყო მიჩნეული…
ბავშვობიდან, სულ გვიჩიჩინებდნენ, რომ “ძველების ნათქვამი” “ძველებს უთქვამთ” სიმართლეა და ეს “ძველების ნათქვამი” იმდენად გვქონდა ბავშვებს გამჯდარი, გადახვევა სიკვდილის ტოლფასი გვეგონა.. უცებ ეგ გამახსენდა..
ბებიას იქვე ჩავეკითხე, ვინ გასწავლა და რით მტკიცდება, რომ ეს უტყუარია-თქო?
ცხადია, ამის დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღე – რადგან ამის მაგალითი ბუნებაში ალბათ, არც არსებობს.
გასულ წელს გაზაფხულზე საყვავილის მოწესრიგება გადავწყვიტე, რადგან ერთ ადგილას ბევრი “პიონი” იყო ამოსული, განცალკევება და გადარგვა მოვინდომე – დამადგა თავზე და მეუბნება:
„ყვავილი დაგწყევლის, რომ ოჯახიდან აძევებო..“
ახლა, როდესაც ამ პოსტს ვწერ მეღიმება და თან ბებიის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ.. ახლა მაინტერესებს, რას მეტყვის მობილურზე, რომელიც მისი ბებიების დროს არ იყო..
წინ მთელი ცხოვრებაა და ვფიქრობ მოწყენილი ცხოვრება არ მელის “, – წერს ფეისბუკ მომხმარებელი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..