სოციალურ ქსელში, ჯგუფში, ფსიქოლოგიის მოყვარებულები, მოქალაქე წერს:
გამარჯობა, იმედია ამ პოსტს ის ადამიანი, ცოლი/დედა წაიკითხავს, რომლის გამოც გადავწყვიტე ამის დაწერა.
დღეს ტაქსი გამოიძახა ჩემმა შეყვარებულმა, მძღოლი იყო ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცოლი ურეკავდა ხშირად. უპასუხა ამ კაცმა და დაახლოებით ასეთი დიალოგი ქონდათ:
-სად ხარ
-ვმუშაობ
-როდის მოდიხარ სახლში? ახალ კარტოფილს ვხარშავ
-არ მინდა მე
-როდის მოხვალ?
-ვმუშაობ და ხომ ხედავ ამდენს მირეკავ, მგზავრებთან გელაპარაკები (უხეში ტონით) – ეგრევე გაუთიშა, ქალმა ცოლმა ისევ დაურეკა და კიდევ გაუთიშა.
უხერხულობა რომ არ ყოფილიყო ჩემმა შეყვარებულმა გაიცინა და მითხრა არ გადავიფიქრო შენი ცოლად მოყვანაო, მეც გავიღიმე (მეც ხშირად ვურეკავ მას, თუმცა საბედნიეროდ ეგეთი უხეში არასდროს არაა), მძღოლმა წინიდან სარკე გაასწორა და კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა. მე იქვე ჩამოვედი, სხვაგან მივდიოდი, ჩემი შეყვარებული კიდე სხვაგან.
სახლში რო მივედი გავიგე რო ის ტაქსისტი საშინელი ქმარი და მამა ყოფილა. რადგან ახალგაზრდა ბიჭი დაინახა, უთხრა ,,ეჰჰ, ცოლ-შვილი არ მყავდეს ზაფხულში კაი მუტ*ები იყრებაო. გაიხედა ვიღაცა ქალისკენ და ,,უუჰ შეხედე იმას რა ძუძუ აქვსო”…
თუ ბათუმში ცხოვრობ და გყავს ქმარი რომელიც ტაქსისტია, გყავთ შვილები, ხშირად გაიგნორებს და უხეშად გელაპარაკება, გთხოვ თავს უშველე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავს საქციელებს არასდროს ვაპატიებდი პარტნიორს. ეს კაცი არის პოტენციური მოღალატე.
გთხოვ, თუ აქ ხარ, გაახილე თვალები და არ მისცე ასეთ ს*რ კაცს გაგიუბედუროს ცხოვრება.
ბონუსად – თეთრი მანქანა ყავდა და ტაქსის ტრაფარეტი ედო ზევიდან (თუ მოგინდება გადამოწმება)
წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება ყველას
+
რახან ფაქტების გამო მაბულინგებთ, გეტყვით რომ ტაქსისტის ნომერი მაქვს, რა თქმა უნდა საჯაროდ არ დავწერ.