მომღერალ ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში არაერთხელ იდგა რთული პერიოდი, ისეთი, როცა არ ემღერებოდა, არ ეღიმებოდა და თითქოს ცხოვრება დასრულდა, თუმცა ეს პერიოდები გადალახა, გაუჭირდა, მაგრამ ისევ ამღერდა, ისევ გაიღიმა და ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება.
ელენეს მეუღლე გიორგი ზარქუა გახლდათ, რომელთანაც 18 წელი იცხოვრა და შვილებიც გააჩინა.
როგორც თავად იხსენებს, მეუღლესთან ღალატის გამო კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და ბოლოს დაშორების მიზეზიც სწორედ ღალატი გახდა. მოგვიანებით ის ზარქუამ ცოლადაც შეირთო და მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ.
მომღერალი ამჯერად წარსულსა და პირად ცხოვრებაზე ია ფარულავას გადაცემაში საუბრობს, სადაც ამბობს, რომ ზარქუას მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
„იმ გოგოსთვის, როგორც მიწოდა, ვარ ბებერი დედაკაცი” – თქვა ელენემ.
ქმართან დაშორების შემდეგ მას საკმაოდ რთული პერიოდი ედგა და იხსენებს, რომ ამ დროს გვერდით ყველაზე მეტად ძმა სჭირდებოდა, რომელიც წლების წინ ჯგუფური ძალადობის დროს მოკლეს, თუმცა, საბედნიეროდ, შვილებისა და სიმღერის დახმარებით მალევე შეძლო რეაბილიტაცია.
„ადრეც გვქონდა ამის გამო კონფლიქტი, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მერე მეხვეწა და შევრიგდით. თუმცა ისევ იგივე განმეორდა და წამსვლელი უნდა წავიდეს.
სამი თვე ძალიან განვიცდიდი, ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, თუმცა, მადლობა ღმერთს, გადავერთე, ვმუშაობ, საღამოობით რესტორანში ვმღერი, შვილები და მეგობრები გვერდში მიდგანან და ამან გადამატანინა ეს რთული პერიოდი” – გაიხსენა მომღერალმა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…