გამიკეთეს 7 ოპერაცია. ძალიან ბევრჯერ ვიყავი ცუდად, ყოველი ოპერაციის წინ ვგრძნობდი უფლისგან დახმარებას. მე-7 ოპერაციამდე ვიყავი მამა გაბრიელის საფლავზე. ვილოცე, წამოვიღე ზეთი და დავიწყე ზეთით მკურნალობა.
მომცა შეღავათი, თუმცა არ გამოვჯანმრთელებულვარ. 2002 წლის 21 აპრილს, კვირას, ვიყავი ძალიან ცუდად. მუცლის ღრუში მაქვს დრენაჟი და ვგრძნობდი საშინელ ტკივილს. დრენაჟიდან გადმომდიოდა ნაწლავის შიგთავსი. დავკარგე მხედველობა.
ვხედავდი მხოლოდ თეთრ სივრცეს. ამ დროს დავინახე თეთრფრთიანი არსება, სამჯერ გამიმეორა: ზეთი წაისვი.
მე მივმართე ჩემს შვილს, რომ ზეთი წაესვა ჩემთვის. როგორც კი წამისვა, დამეძინა. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თვალები საშინელი ტკივილით გავახილე და ყველაფერი დავინახე.
მედიკო აბაშიძე
წყარო: siaxleni. com