12 წლის ალექსანდრე წიკლაურმა მოქალაქეები დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მელანო გოგობერიშვილი წერს.
„მინდა იცნობდეთ, ეს არის 12 წლის გმირი ალექსანდრე წიკლაური, რომელმაც მე და ჩემი შვილი გადაგვარჩინა დახრჩობას, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი.
აქვე მინდა მივმართო იმ ვითომ კაცებს, რომლებიც გვერდზევე იყვნენ და მხოლოდ სცენას უყურებდნენ როგორ ვიხრჩობოდით და რეაქცია 0.
(სანამ დამიწერთ თუ ცურვა არ იცოდი რატომ შედიოდიო, გეტყვით იმასაც, რომ ნაპირზე ვიყავი)“, – წერს მელანო გოგობერიშვილი.