ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული 24 წლის გოგო იპოვეს.
ამ წუთებში ის პოლიციის შენობაში იმყოფება.
ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გოგონა სავარაუდოდ ცოლად მოყვანის მიზნით, საკუთარმა თანასოფლელმა, 3 მამაკაცთან ერთად მოიტაცა. მანქანა მოგვიანებით სოფელ ყარაჯალაში ნახეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.