13 წლის დაჩი ქარჩავა, რომელსაც ოჯახი გუშინდელი დღიდან ეძებდა, ქობულეთში იპოვეს. ინფორმაციას ახლობლები ავრცელებენ.
“მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას დაჩი იპოვეს ქობულეთში ერთმა კეთილმა ქალბატონმა შეიფარა და ოჯახს დაურეკა ჯანმრთელად და უვნებლადაა. დაჩის დედა, ყველას პერსონალურ მადლობას გიხდით” – წერს დაჩის ახლობელი.
დაჩი ქარჩავა სახლიდან გუშინ, ბათუმის მიმართულებით გავიდა.