სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში ვრცელდება ემიგრანტი დედის უმძიმესი წერილი, რომელსაც ფინანსების გამო მოუწია შვილის დატოვება და სხვა ქვეყანაში წასვლა.
“არ ვიცი აქ რატომ ვწერ, მაგრამ ვეღარ ვუძლებ გოგოებო. სული მეყინება, გული მეკუმშება, ყელში გაჩხერილი ბურთი მახრჩობს. ემიგრანტი ვარ, უკვე ნახევარი წელია…
შვილი მყავს პაწაწინა დატოვებული საქართველოში და როგორ შეძელიო…. არ მკოთხოთ.. სხვა გზა არ მქონდა. ვუძლებ თუ ამას გაძლება ჰქვია.
დავაძინე და ისე გამოვეპარე ღამით. ეს რა გრძნობაა ვერ აღვწერ გოგოებო, ჩემი თავი მეზიზღება. ვტირი და ვერ ვჩერდები, რომ კითხულობს სად წავიდა დედიკოო.
ავად არის ახლა და მასთან რომ არ ვარ, ჩემი თავი მძუულს. უჩემოდ ისწავლა ლაპარაკი, უჩემოდ… წარმოიდგენთ რას ვგრძნობ? ვუყურებ როგორ ეხუტება და კოცნის სხვებს და გული მისკდება, სული მეხუთება, ცუდად ვხდები.
ვეღარ ვუძლებ, გოგოებო.. რომ ვფიქრობ კიდევ რამდენი ხანი ვერ ვნახავ, 25000 დამრჩა კიდევ გადასახდელი, რაც მინიმუმ, წელიწად-ნახევარს უდრის. როგორ გადამეჩვევა, როგორ შემხვდება, ჩემი თავი მძულს. არ დატოვოთ შვილები, არ დატოვოთ“, – ვკითხულობთ პოსტში.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…