• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, July 4, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, მოულოდნელად მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა

by inew
30 April 2022
in საზოგადოება
0
ბავშვთა სახლში გაზრდილმა ბიჭმა 38 წლის შემდეგ, მოულოდნელად მისი გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა
0
SHARES
2.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

„პრაიმტაიმი“ ერთი ახალგაზრდა კაცის ისტორიაზე წერს, რომელიც ბავშვთა სახლში დაბადებისთანავე მოხვდა.

ახლა უკვე 38 წლის ასაკში, შემთხვევით იპოვა დედის მიერ დაწერილი განცხადება, სადაც შვილზე უარს ამბობს.

როცა პატარა ბიჭი დაიბადა, მისი მომავალი მშობლებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. ის ან უნდა გაეშვილებინათ, ან ბავშვთა სახლში, საბჭოთა „პრიუტში“ უნდა გაზრდილიყო.

ბავშვის დედამ, არჩევანი მოსკოვის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს მიანდო…

რამდენიმე დღის დაბადებული ვალერი მოსკოვიდან მშობლიურ საქართველოში, ჩვილ ბავშვთა სახლში, იქიდან კი სენაკის ბავშვთა სახლში მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ დედას არ იცნობდა, პატარა ველერი ყოველ დღე დედას ელოდებოდა.

იმ იმედით იძინებდა, რომ ერთხელაც გათენდებოდა დღე, როცა ლამაზი ქალი მოაკითხავდა, ჩაიხუტებდა და სახლში წაიყვანდა.

17 წლის იყო როცა თავის ტრავმა მიიღო, მაშინ ექიმები ვალერის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, ახლობლების ჩარევით ჩხოროწყუში მცხოვრებმა დეიდამ მოაკითხა.

დედა ისე გარდაიცვალა შვილს არასოდეს უნახავს. იცის, რომ ძმა ჰყავს, გიორგი. თუმცა ვალერისთან ურთიერთობა არც მან მოინდომა. იცის, რომ დეიდა ჩხოროწყუში ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწეა.

ერთხელაც ბავშვთა სახლის კარი ორმა ბიჭმა შეაღო და ვალერი იკითხა. აღმოჩნდა, რომ ისინი მამის მიერ გამოგზავნილები იყვნენ. მამა საპატიმროში სასჯელს იხდიდა.

ერთი ახალგაზრდა მისი ძმა იყო, მეორე ბიძაშვილი. ხობში მამისეულ ოჯაში მიიპატიჟეს.

ვალერი დედის გვარს ატარებს, ჩიტაიაა. მამა გვარად ბებურიაა. მერე მისმა ძმამ, აკაკი ბებურიამ ურთიერთობა გაწყვიტა.

ვალერის აქვს ეჭვი, რომ ეს ქონების გაყოფის შიშით მოხდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარც მამა გამოჩენილა.

სრულწლოვან ასაკს მიღწეულმა ვალერიმ კანონის შესაბამისად სენაკის ბავშვთა სახლი დატოვა და ქუჩაში აღმოჩნდა.

მარტოდ დარჩენილი თავის ცხოვრებაზე არაერთხელ დაფიქრებულა.

არ იცის, რატომ უარყვეს ყველაზე ახლობლებმა ადამიანებმა და რატომ გაიმეტეს ბავშვთა სახლის მკაცრი პირობებისთვის…

ვალერი ახლაც ჩვილ ბავშვთა სახლთანაა დაკავშირებული. ახლა იქ მუშაობს, დამხმარე მუშაკია.

ერთ დღესაც, დედის განცხადება შვილის გაშვილების შესახებ სრულიად შემთხვევით ხელში ჩაუვარდა.

წაიკითხა და კიდევ ერთხელ გაუცოცხლდა წარსულთან დაკავშირებული კითხვები, კიდევ ერთხელ გაუახლდა ტკივილი და კიდევ ვერ უპასუხა თავის დასმულ შეკითხვას – რატომ?!

„დედა არასოდეს მინახავს, ის ჩხოროწყუდან იყო, მადონა ჩიტაია, ახლა გარდაცვლილია. მისი მხრიდან ძმა მყავს გიორგი, მაგრამ მას ჩემთან კონტაქტი არ უნდა.

ერთხელ როცა საავადმყოფოში ვიწექი, ადგილობრივმა ჟურნალისტმა დეიდა, მარინა ჩიტაია მოიყვანა ჩემს სანახავად, ის ახლაც მოსამართლის თანაშემწეა.

მამის მხრიდან სენაკის ბავშვთა სახლში ძმამ და ბიძაშვილმა მომაკითხეს.

მაშინ გავიგე, რომ მამა ბებურია მყოლია. ჩემი ძმა აკაკი ბებურიაა, ბიძაშვილი გოგიტა ბებურია, ისინი ხობში ცხოვრობენ, ერთხელ დამპატიჟეს კიდეც.

ვეკონტაქტებოდი და მათ ამბებს ვკითხულობდი. მერე ჩემმა ძმამ ჩემთან კონტაქტი აღარ მოისურვა. მაქვს ეჭვი, რომ ქონების გაყოფის შეეშინდა. მამამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აღარ მომაკითხა.

მე მათგან ქონება კი არა, ოჯახური სითბო მინდოდა, მეტი არაფერი. დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ორ ადგილას ვმუშაობ, თავს კარგად ვუვლი.

2 დღის წინ კი, სრულიად შემთხვევით დედაჩემის განცხადება ხელთ ჩამივარდა, ის სამშობიაროს ექიმს ჩემს გაშვილებას ან ბავშვთა სახლში გადაყვანას სთხოვს.

არავის ვუნდივარ, არა და ბავშვობიდან ფანჯარასთან ვიდექი და წლების განმავლობაში დედას ველოდებოდი.

მეგონა ლამაზი ქალი მოვიდოდა და სახლში წამიყვანდა, ასე ამ ფიქრებში გავიზარდე, რატომ მოხდა ასე, რა დავაშავე დაბადებისთანავე არ ვიცი, ვერ ვპულობ სიტყვებს“ – ამბობს ვალერი ჩიტაია.

ვალერის დედის წერილიდან ამონარიდში ვკითხულობთ, რომ 16 წლის გოგონამ ქორწინების გარეშე ჯარისკაცისგან შვილი მოსკოვში გააჩინა და სამშობიაროს ექიმს განცხადებით მიმართა.

„მე,ილიას ასული მადონა ჩიტაია, დავიბადე 1961 წლის 10 იანვარს, ვლადიმერ ჩიტაია სემიონოვის ძის ვაჟიშვილი.

გთხოვთ ჩემს ვაჟიშვილს მისცეთ სახელმწიფო დახმარება ან გააშვილოთ. ჩემი შვილის გაშვილებასთან, მეურვის აყვანაზე ან სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ პრეტენზიას არ გამოვთქვამ.

განცხადება დაწერილია ნებაყოფლობით.

ჩემი ასაკი 16 წელია, მაქვს ყავისფერი თმა, ყავისფერი თვალები, განათლება კი, 10 კლასი. ვარ ქართველი გოგონა, ფსიქიატრთან აღრიცხვაზე არ ვარ.

ბავშვის მამის შესახებ –  ქართველი, საშუალო სიმაღლის, ყავისფერი თვალებით, შავი თმით, მსახურობდა ჯარში, არის დასაოჯახებელი” – წერს ვალერის დედა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორი თვე იქნება და რას უნდა ელოდოთ მაისში – პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის

Next Post

რატომ მარჯვენა არ მომტყდა ეს რომ გავაკეთე… – ნახეთ რას ამბობს მღვდელი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილის ჯვარი დაწერა

Next Post
რატომ მარჯვენა არ მომტყდა ეს რომ გავაკეთე… – ნახეთ რას ამბობს მღვდელი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილის ჯვარი დაწერა

რატომ მარჯვენა არ მომტყდა ეს რომ გავაკეთე... – ნახეთ რას ამბობს მღვდელი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილის ჯვარი დაწერა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In