ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ხანგრძლივი სასამართლო დავა აქვთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი სპორტსმენის ყოფილი მეუღლე არაერთ ბრალდებას უყენებს ნიკოლოზს.
გამოცემა პალიტრასთან საუბრისას, დოროყაშვილმა ბასილაშვილთან ერთად პირველი თაფლობის თვე გაიხსენა:
“ქორწილის შემდეგ, ჩვენ პრაქტიკულად თაფლობის თვე არც გვქონია, რეალურად საზღვარგარეთ ტურნირზე წავედით.
ოთახში შესვლისთანავე, ბასილაშვილმა ლეპტოპი გახსნა და დედამისს სკაიპში დაურეკა, კამერა კი ჩართული დატოვა.
ნიკოლოზს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია – დედაჩემია და თვალი უნდა მადევნოსო. თავად ბასილაშვილის დედა ამბობდა, დაძინებას არ ვგეგმავ, ყურადღება უნდა მოგაქციოთო.
პირველ თაფლობის თვეში მუდმივ რეჟიმში კამერით გვაკვირდებოდა ჩემი ყოფილი დედამთილი”, – განაცხადა დოროყაშვილმა.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…