ლეგენდარული სოფი ლორენის სარძლომ, მარიამ შარმანაშვილმა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში გაამხილა, როგორ სთხოვა ხელი საქრომ, კარლო პონტიმ ცოლობა.
„რაც შეეხება ხელის თხოვნას, რეალურად კარლომ რამდენიმე თვის წინ მთხოვა ცოლობა. ყველაფერი ძალიან სპონტანურად და დაუგეგმავად (ბეჭდის გარეშე) მოხდა. არა იტალიაში, არამედ თბილისის აეროპორტში, როდესაც ჟენევაში ვაცილებდი. მაშინ ეს ამბავი საჯაროდ არ გამიზიარებია. რაც შეეხება უკვე ოფიციალურად, 19 სექტემბერს რომში მთხოვა ხელი, რაც ასევე ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვისაც და კარლოსთვისაც. მარტო ვიყავით ოთახში, მუხლი მოიყარა და ტრადიციული მკითხა, უკვე ბეჭდით… რა თქმა უნდა, მე ვთქვი – დიახ…
ოფიციალური ნიშნობა, როგორც უკვე აღვნიშნე, წინასწარ არ ვიცოდი ზუსტად რა ვითარებაში ან რომელ დღეს გვექნებოდა. კარლოს სურდა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის გარკვეულწილად მოულოდნელი ყოფილიყო. ამიტომ წინასწარ ჩართული არ ვყოფილვარ. ყველაფერმა საკმაოდ ემოციურად ჩაიარა. კარლომ ჩემგან ოფიციალური თანხმობის მიღების შემდეგ, საქართველოში მამაჩემთან დარეკა და ქართულ ენაზე სთხოვა ჩემი ხელი. ეს იყო დაუვიწყარი წუთები.
ქალბატონ სოფიას ძალიან ვუყვარვარ და საოცრად თბილი ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, ჩემს ახალ როლსაც ძალიან პოზიტიურად შეხვდა“, – ამბობს მარიამი.