• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საბოლოოდ მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია – შვილმკვდარი დედის ისტორია

by inew
19 May 2022
in საზოგადოება
0
საბოლოოდ მოვძებნე ქალბატონი და ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია – შვილმკვდარი დედის ისტორია
0
SHARES
1.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

2019 წლის 21 თებერვალს, გეგუთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა მამაკაცი, ზაზა კლდიაშვილი გარდაიცვალა – ის ქუთაისში გამგზავრებას აპირებდა, ტრანსპორტის დასახვედრად ავტომაგისტრალი გადაჭრა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

როდესაც ზაზას დედა, ციცო ქანთარია ამ ტრაგედიის შემდეგ ცოტა გამოერკვა, გადაწყვიტა, ის ქალბატონი მოეძებნა, რომელიც ამ ავარიას შეესწრო და დაშავებულის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ვერაფერს გახდა და ახალგაზრდა მამაკაცი ხელში ჩააკვდა.

„ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, სავარაუდოდ ექიმს, რომლის ხელშიც დალია სული ჩემმა შვილმა, ზაზა კლდიაშვილმა. თუ ვინმემ იცით მისი ვინაობა ან ტელეფონის ნომერი, უმორჩილესად გთხოვთ, მომწერეთ. მინდა, ხელები დავუკოცნო, რომლითაც ჩემს შვილს დახმარება ჩაუტარა, ეცადა, მაგრამ ვერ გადაარჩინა.

მინდა, ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა იმ კეთილშობილებისთვის, რაც გააკეთა დაუფიქრებლად. მოვალეობათ ჩათვალა, არ მიეტოვებინა გასაჭირში. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათია დღეს. ვინც იცის, რა დღეში ვარ, ვინც გრძნობს ჩემი სულის ტკივილს, სიმწარეს, შვილმკვდარი დედისას, გთხოვთ, მომაძებნინოთ ის ქალი“. – წერდა 2019 წლის შემოდგომაზე ქალბატონი ციცო.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორ განვითარდა მოვლენები და შეხვდნენ თუ არა ქალბატონები ერთმანეთს.

ციცო ქანთარია ექსკლუზიურად გვიყვება, როგორ განვითარდა მოვლენები:

– ზაზა გზაზე გადადიოდა. ეს იყო ავტობანი. საპირისპირო მხრიდან მომავალ მანქანას დიდი შუქები აუნთია და ამას, ვინც ჩემს შვილს დაეჯახა, დიდი შუქისგან ვერ დაუნახავს თითქმის უკვე გზაზე გადასული ჩემი შვილი და დაეჯახა. უცებ ჩაურთიათ საავარიო, ეს ექიმიც გარბოდა თურმე ჩემი შვილისკენ.

დიდი სიჩქარით მიმავალმა მძღოლმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა და რამდენიმე მეტრი ათრია თურმე ჩემი საცოდავი შვილი. ფიქრი არ მასვენებს, ასე რომ არ მომხდარიყო, იქნებ გადარჩენილიყო, პირველი დაჯახების მერე.

პირველ მანქანას ბავშვი მართავდა, 18 წლის. დედას მიუტოვებია, ბებია და მამა ჰპატრონობდნენ. ძალიან განიცდიდა დედის წასვლას და მანქანა უყიდეს, ჩემ დასაქცევად.

ჩემი შვილის მოძღვარმა ბევრი რამე ამიხსნა და ვაპატიე. ციხიდან როგორი გამოვიდოდა, არავინ იცის, ჩემს შვილს ვერაფერს უშველიდა, მისი დაპატიმრება და არ დავღუპე, მაგრამ მეორეს არ ვაპატიე და ვერც ვაპატიებ, არანაირი სინანული არ გამოუხატავს. ყველაფერი ღმერთს მივანდე, მის სამართალს ვერავინ გაექცევა.

შემდეგ დავიწყე იმ ქალის ძებნა, ვინც ჩემი შვილის ბოლო ამოსუნთქვა ნახა. რამდენი ვეძებე, თურმე აქვე, ჩემს ქალაქში მყოლია და ვიპოვე. ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს, თამუნა ალხაზიშვილი. ერთი შეხედვითაც მიხვდება ადამიანი, რა დიდებული სულის პატრონია. მე ემიგრაციაში ვარ და საქართველოში მხოლოდ ერთი თვით ჩამოვდივარ – ზაფხულში.

აქედან მივწერე, შემდეგ შევხვდი კიდეც. ძალიან ემოციური და მტკივნეული იყო ჩვენი შეხვედრა, ძალიან ბევრი პასუხი გაუცემელი კითხვა მაწუხებდა. ბევრი რამე დამიმალეს, ვიდეოს ამოღებაც შეძლეს, მაგრამ მე არ მაჩვენებენ, შვილმა აუკრძალა ყველას. თამუნასთან შეხვედრის მერე ცოტა დავმშვიდდი, ის ხელები დავუკოცნე, რომელშიც ჩემმა შვილმა სული დალია.

ძალიან მინდოდა გამეგო, რა თქვა ჩემმა შვილმა სიკვდილის წინ. თამუნამ მითხრა, კომაში იყო, ბოლოს მოატარა თვალები და გარდაიცვალა კიდეცო.

მას ისე ეშინოდა ავად გახდომის, პატარა სიცხეზეც შეშინებული მეკითხებოდა, – რამე ხომ არ მომივაო? მეც ამიტომ ვიყავი განადგურებული, ტკივილს როგორ გაუძლებდა-მეთქი. ჩემი გოგოც ექიმია, მამშვიდებდა, აგონიაში იქნებოდა მაშინვეო, მაგრამ სანამ იმ ღვთისნიერმა არ დამარწმუნა, ვერ დავმშვიდდი.

დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, არ უნდა გაიმეტოს ასეთი უმძიმესი ტკივილისთვის უფალმა, ცოდოა ადამიანი ამ დიდი ტვირთის სატარებლად. როცა საღ-სალამათ შვილს სახლიდან უშვებ და საღამოს მკვდარს მოგიყვანენ, სამყაროს დამხობაა დედისთვის.

ჩემი შვილის მკვლელებმა, უპასუხისმგებლობით ჩემი ოცნებები ამიტირეს, მოსიარულე გვამად მაქციეს, სამუდამოდ სატანჯველად გამიმეტეს. მადლობა თქვენ, რომ გულთან მიიტანეთ ჩემი ტკივილი, გმადლობ, რომ მომისმინეთ.

წყარო: პრაიმტაიმი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„თენდებოდა, გზაში მოულოდნელად პატრულმა გამაჩერა, ვერაფრით დაიჯერა რომ…” – რა შეემთხვა შორენა ბეგაშვილს?

Next Post

„შვილებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არავინ მელოდებოდა… მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ, იმის თქმაც მეშინია, რომ აღარ დავეხმარები, მერე შვილიშვილს აღარ დამანახებენ” – იტალიაში სამუშაოდ წასული ქალის აღსარება

Next Post
„შვილებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არავინ მელოდებოდა… მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ,  იმის თქმაც მეშინია, რომ აღარ დავეხმარები, მერე შვილიშვილს აღარ დამანახებენ” – იტალიაში სამუშაოდ წასული ქალის აღსარება

„შვილებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არავინ მელოდებოდა... მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ, იმის თქმაც მეშინია, რომ აღარ დავეხმარები, მერე შვილიშვილს აღარ დამანახებენ" - იტალიაში სამუშაოდ წასული ქალის აღსარება

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In