“მწვანე ბარათის” პროგრამაში რეგისტრაცია 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 5 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
“მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26
რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის.
რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებ-გვერდზე: dvprogram.state.gov
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26” – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.