ნათელმხილველი ლელა კაკულია არქივიდან ინტერვიუს გვიზიარებს – გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №44:
ქალბატონო ლელა, თქვენ 2008 წლის 20 ნოემბერს ასეთი რამ ბრძანეთ: „თურქეთში მოხდება დიდი მიწისძვრა. თუმცა იქნება წინმსწრები პირობები, რითაც ადვილი მისახვედრი გახდება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს ადგილი. მაგრამ იფიქრებენ, ეს პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან. ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი.ხომ ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან. მაგრამ, რა? უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველის. ამ წინასწარ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ“. ასე მგონია, ზემოთხსენებულ წინმსწრებ პირობათაგან ერთ-ერთი მარტში მომხდარი მიწისძვრაც იყო.