150-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
,,წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს დიდ ოჯახში. სიტყვებით რთულია გადმოვცეთ მწუხარება და ტკივილი, რაც თითოეული ჩვენგანის გულში ტრიალებს.
დავკარგეთ ყველასთვის საყვარელი თამთუკა, ჩვენი სკოლის მოსწავლე და ჩვენი მასწავლებლის ქეთი ჩიქოვანის შვილი.
ვიზიარებთ და ვუერთდებით მშობლების, ოჯახის, მეგობრების და კოლეგების მწუხარებას!”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.