რუსეთში, კერძოდ იაკუტიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა!
როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, ქალაქ ოლეკმინსკიდან ერთნახევარი კილომეტრის დაშორებით, Borus Airlines-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა.
ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი დაიღუპა.
ცნობისთვის, უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგ რუსეთდი ავიაკატასტროფები გახშირდა, რადგან აუცილებელი ნაწილები, რომლებიც რუსეთს მანამდე დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდა, ახლა დეფიციტშია.