ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან 6 წლის ბიჭს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მცირეწლოვანი საავტომობილო გზას ბებიასთან ერთად კვეთდა.
თვითმხილველების თქმით, დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება, ჯერჯერობი უცნობია.