ისტორიაში პირველად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფი დაძლია.
ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მატჩი ქუთაისის „შენგელია არენაზე“ შედგა.
ამ შეხვედრამდე ჩვენმა კონკურენტმა შვედეთმა ჯგუფის გამარჯვებულ ნიდერლანდებთან 0:3 წააგო და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს გაუჩნდა შანსი, მეორე ადგილზე გასულიყო.
საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეიოფში თამაში გაინაღდა.