• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 25, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თურმე ცემა რომ მობეზრდებოდა, ბნელ აბაზანაში კეტავდა, ერთხელ ფეხშიშველაც კი ჩაუკეტავს, ცივ მეტლახზე იჯდა მთელი ღამე“ – რა ამბავს ყვება ქეთი თუთბერიძე ოჯახურ ძალადობაზე

by inew
25 May 2022
in საზოგადოება
0
„თურმე ცემა რომ მობეზრდებოდა, ბნელ აბაზანაში კეტავდა, ერთხელ ფეხშიშველაც კი  ჩაუკეტავს, ცივ მეტლახზე იჯდა მთელი ღამე“ – რა ამბავს ყვება ქეთი თუთბერიძე ოჯახურ ძალადობაზე
0
SHARES
662
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბოლო დღეებში ფემიციდის თემა ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური. ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლული ქალის ამბავმა საზოგადოება შეძრა და ამ საკითხზე სპეციალისტების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც აალაპარაკა.

ოჯახური ძალადობის შესახებ წერს ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, რომელიც ძალადობის მსხვერპლ მამიდის ამბავს ჰყვება და გვიზიარებს რჩევებს, რომლებსაც ბებია აძლევდა.

„19 წლის ყოფილა მამიდაჩემი ცოლად რომ გაჰყოლია ბიჭს, რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა. თვითონ ასე ამბობდა თურმე, გონების დაკარგვამდე მიყვარსო. დაახლოებით ერთი წელი უცხოვრია ბიჭთან, რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა და სახლის დახურულ ფანჯრებს მიღმა ურჩხული აღმოჩნდა.

ცემა რომ მობეზრდებოდა, ბნელ აბაზანაში კეტავდა. ერთხელ ფეხშიშველა ჩაუკეტავს აბაზანაში, ცივ მეტლახზე იჯდა მთელი ღამე, სანამ გონება არ დაკარგა. 7 თვის ორსული ყოფილა მამიდაჩემი ნაადრევი მშობიარობა რომ დაეწყო და ბავშვი დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. მაშინ გაიგო ბებიაჩემმა, რომ მის შვილს ამ 11 თვის განმავლობაში სადისტთან უცხოვრია.

სამშობიაროდან ქმართან აღარც გაუშვა და სახლში წამოიყვანა. ეს ამბავი ჩემ დაბადებამდე მოხდა, მაგრამ როცა წამოვიზარდე ბებია მიყვებოდა ხოლმე ამ ისტორიას. რაში მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა, შვილს ხომ არ მოვაკვლევინებდი იმ სადისტსო.

15-16 წლის ვიქნებოდი, ბებია მარიგებდა ჭკუას, კაცი თუ ერთხელ დაგარტყამს, ის მოკვლაზეც არ დაიხევს უკან, ამის მეტი რა ვიცი, 23 წელი მოსამართლედ ვიმუშავე და კინაღამ შვილი მომიკლა კაცმა, რომელსაც ვერაფერი შევატყვეო. თავს იდანაშაულებდა, როგორ ვერ ამოვიცანი სადისტიო.

იმასაც მეუბნებოდა, თუ ქალს დაარტყამს, შვილსაც სცემსო. თუ ცუდი ქმარი შეგხვდება, არცერთი წუთით მის გვერდით არ გაჩერდეო და მერე ღმერთს მიმართავდა ხოლმე, დაიფარე ჩემი ქეთი და ყველას შვილი სადისტებისგანო. ამ სიტყვას ხშირად იყენებდა მოძალადე კაცის სინონიმად. ვფიქრობ, სამართლიანადაც.

ამ სტატუსის წერისას საშინელი სევდა დამეუფლა, რადგან აღარც ბებიაა ცოცხალი, აღარც მამიდაჩემი და აღარც მამაჩემი, მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.

#შეაჩერეფემიციდი“, – წერს ქეთი თუთბერიძე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„თანდათან ვრცელდება ცნობები, რომ ტრაგედიის შემოქმედი თვითონ არაერთხელ გამხდარა თანაკლასელებისგან ჩაგვრის ობიექტი.. ნანა გეგეჭკორი ტეხასში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ დაასახელა ის 2 სიტყვა, რისი მოსმენაც ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

Next Post
ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ დაასახელა ის 2 სიტყვა, რისი მოსმენაც ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ დაასახელა ის 2 სიტყვა, რისი მოსმენაც ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.