ბერი იერონიმე გვესაუბრება წითელი ძაფის შესახებ, რომლის ტარებაც ასე მოდური გახდა ჩვენს საზოგადოებაში და რომელიც უმეცარ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატების წყაროდ მიაჩნიათ:
ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ ყველამ!
ძალიან ვწუხვარ რომ ეს წარმართული, დემონური ძალები, ახალი ხერხებით ცდილობენ ადამიანების მოტყუებას და ქრისტიანული აზროვნების დეგრადირებას!
ეს არის წითელი ძაფი იერუსალიმიდან – ანუ ერთი დიდი სატანური სიცრუე!
“მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს” (ძვ. აღთქმა. წინასწარმეტყველი ოსია 4:6).
უეჭველად, მრავალს გასჩენია კითხვა, ამ ბოლო დროს რატომ ატარებს ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ძალზედ ცნობილი პიროვნებაც მარჯვენა ან მარცხენა მაჯაზე შემოხვეულ წითელ ძაფს? ხშირად მას შემოხვევენ პატარებსაც. რა არის ეს – აქსესუარი, დამცავი საშუალება თუ უბრალოდ წითელი ბრასლეტების მოყვარულთა საზოგადოება? ყოველივეს მიზეზი გახლავთ რელიგიური სწავლება, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა ჰპოვა დასავლეთში და თანდათანობით იპყრობს პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებსაც. ამ სწავლებას ეწოდება – კაბალა.
რა არის კაბალა?
კაბალა – ეს არის ეზოთერული თეოსოფიური სწავლება, რომელიც თავისი ფესვებით მიდის იუდაიზმისკენ და თანდათანობით გადაგვარდა ოკულტურ და მაგიურ რიტუალთა პრაქტიკად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს “დახმარება”, რომელსაც მისი მიმდევრები ღებულობენ, დემონური ხასიათისაა. და აქ იბადება სერიოზული კითხვა: გვჭირდება კი ასეთი დახმარება?
კაბალა (ივრითზე ნიშნავს “მიღებას, გადმოცემას”) – ეს გახლავთ ეზოთერული სწავლება იუდაიზმში, რომელიც პრეტენზიას აცხადებს თორაში მოცემული საღმრთო გამოცხადების საიდუმლოს ცოდნაზე.
წითელი ძაფი – ეს უწყინარი აქსესუარი როდია. ეს არის ე. წ. – “დამცავი” საშუალება, თუ გნებავთ ამულეტი, თილისმა, რომელიც თავისი წარმომავლობით კაბალს უკავშირდება და ადამიანს ვითომცდა “გათვალვისა” და “წახდენისგან” იცავს. სხვადასხვა ეზოთერული საიტების რჩევით, ის ჩამოტანილ უნდა იქნას იერუსალიმიდან (მხოლოდ იქ არის სპეციალური ადგილები, რომლებიც ამ ძაფს განსაკუთრებულ ძალას ანიჭებენ) და მომზადებულია სპეციალური კაბალისტური ლოცვების თანხლებით. წითელი ძაფი განსაკუთრებული წესით უნდა იქნას შემოხვეული: მას უნდა ჰკრავდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთსიყვარული გაგაჩნია და რომელსაც სრულიად ენდობი, – ჩვეულებისამებრ ესენი არიან მშობლები, ბებიები, ბაბუები და სხვა ახლობელი ადამიანები. მოკლედ, ეს უნდა იყოს “კარგი, დადებითი ენერგეტიკის” მქონე პიროვნება. სხვათა შორის, ერთ-ერთი ეზოთერული საიტი რეკომენდაციას იძლევა ძაფი შემოხვეულ იქნას მღვდლის ან მონაზვნის მიერ, რადგან ისინი, როგორც წესი “კარგი აურის” მქონე ადამიანები არიან.
ეს ოკულტური რიტუალური მოქმედება წარმოიშვა ჯერ კიდე ძველაღთქმისეულ პერიოდში, როდესაც ებრაელებმა წარმართი ხალხებისგან მათი ღმერთების თაყვანისცემა და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები გადმოიღეს. ასე, მაგალითად, წითელი ძაფი, რომელსაც ბავშვის მაჯაზე ჰკრავდნენ, ნიშანი იყო იმისა, რომ როდესაც ბავშვი გაიზრდება, მისი უბიწოება უნდა მიძღვნოდა “ღმერთ” ბაალს (ეს ნიშნავდა სქესობრივ აქტს ამ კულტის მოგვთან, მიუხედავად მისი სქესისა). ეს ეხებოდა მოზარდსაც, რომელსაც სწირავდნენ ბაალს და ამის გამო მაჯაზე შემოაკრავდნენ წითელს ძაფს: განსაზღვრულ დროს ის უნდა მისცემოდა სქესობრივ აქტს ბაალის კულტის მოგვთან. გარდა ამისა, ეს იყო მოწმობა იმისა, რომ ასეი ადამიანი ან ბავშვი ცოცხლად უნდა შეეწირად ღმერთ ბაალისთვის, რაც მის ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა.
ბიბლია ასწავლის, რომ ცრურწმენები ყოვლად შეუთავსებელნი არიან ჭეშმარიტ რწმენასთან, რადგან ეს არის ცოდვა ღმრთის პირველი მცნების მიმართ: “არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები” (“არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა”) (ძვ. აღთქმა. გამოსვლა 20:3).
ბაალი (ბული, ბაელი) – ძლიერი დემონი, რომელიც ცნობილია, როგორც ძველფინიკიური და დასავლეთსემიტური ღვთაება. ბაალს თაყვანს სცემდნენ სირიაში, პალესტინაში, ფინიკიაში, ქანაანში, კართაგენში, ბაბილონში და სხვაგან.
ბაალი წარმართული “ღმერთების” ასტარტასა და მისი მეუღლის დაგონის შვილად მიაჩნდათ. მას ხშირად ხარის სახით გამოსახავენ (ხარი იყო ნაყოფიერების სიმბოლო) ან კიდევ მეომრის სახით, რომელიც მიწას მახვილით სწყლავს. ბაალის წმიდა ხე – კედარია. წარმართები ბაალს ფაქტობრივად სამყაროს მფლობელად მიიჩნევდნენ.
ბაალისადმი კერპთმსახურება ძველი ებრაელების უმთავრესი და ჩვეული ცოდვა გახლდათ. ბაალს, ისევე როგორც მოლოქს, ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად, უმეტესაც ჩვილებს: “აღმართეს ბაალის საკერპოები, რათა ცეცხლში დაუწვან თავიანთი შვილები ბაალს აღსავლენ მსხვერპლად, რაც არ მიბრძანებია მათთვის, არც მითქვამს, ფიქრადაც არ მომსვლია” (ძვ. აღთქმა. იერემიას წინასწარმეტყველება 19:5). ბაალისადმი მსახურებას თან ახლდა დიდი ზეიმი და პომპეზურობა. ამ კულტის წინააღმდეგ ძველ აღთქმაში გამოდიოდნენ წინასწარმეტყველი ილია და უფლის სხვა წინასწარმეტყველები, რომლებიც ამხელდნენ ბაალის კულტსაც და მის მიმდევრებსაც.
გვიანდელ კაბალაში ბაალი – ათი არქიდემონიდან მეშვიდეა. ეს არის მუხანათობის სული, სასტიკი, დაუნდობელი და მზაკვარი. თანამედროვე ოკულტისტები მას ნგრევის, სიძულვილის, შურისძიებისა და ომის ძალებს უკავშირებენ.
ახლა გვსურს ვკითხოთ მშობლებს: რას უკეთებთ თქვენს შვილებს? გსურთ თუ არა მათი ბედნიერება? გსურთ დაიცვათ ისინი თუ დემონებს მიუძღვნათ?! ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი შვილების ცხოვრება დანგრეულია. თქვენ თვითონ აურჩიეთ მას “მფარველი” და “მრჩეველი”…
რომელიძალით?
სახარებაში არის ეპიზოდი, როდესაც მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, რომლებიც ხედავდნენ რაოდენ სასწაულთ იქმოდა მაცხოვარი – აღადგენდა მკვდრებს, კურნავდა ხეიბართ და დევნიდა ეშმაკთ, მისი გამოცდის მიზნით ჰკითხეს მას: “რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა?” (მარკ. 11:28). აუცილებელია ეს კითხვა შევუბრუნოთ წითელი ძაფის მოყვარულებს და ვკითხოთ: თუ ფიქრობთ, რომ წითელი ძაფის მაჯაზე შემოხვევით ვინმე გიცავთ, ვინ არის ის და რომელი ძალით იქმს ის ამას? ან ვინ მისცა მათ თქვენი დაცვის ძალა? რა არის თქვენი ამგვერი რწმენის წყარო – ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილი თუ სხვა რამ? და ეს კითხვა არცთუ რიტორიკულია. წითელი ძაფი, როგორც უკვე ვთქვით, უკავშირდება კაბალას, ხოლო კაბალა არცთუ უწყინარი მოძღვრებაა.
სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არც კი ფიქრობს ამაზე. წითელი ძაფი ხომ ასე მოდურია. მას ატარებენ მადონა და თანამედროვე პოლიტიკური და მუსიკალური ბომონდის მრავალი წარმომადგენელი. არ არის უცხო ის ჰოლივუდის მსახიობებისთვისაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ტრენდია. მაგრამ ამგვარი ტრენდისადმი მიბაძვით შეიძლება უნებლიე ფაუსტი აღმოჩნდე, რომელმაც ამქვეყნიური სიკეთეების გამო სული მიჰყიდა ეშმაკს. ამისთვის ხომ საჭირო არ არის სისხლიანი ხელშეკრულება დადო ეშმაკთან, საკმარისია ხშირად მიმართო ეშმაკთ დახმარებისთვის. მაგალითად, იმავე წითელი ძაფის ტარებით.
“არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები” (გამოსვლა 20:3) – ეს არის ათი მცნებიდან უპირველესი მცნება, რომელიც ღმერთმა ებრაელ ერს თავიდანვე უბოძა. ახალი აღთქმის მორწმუნეთადმი მიმართული ეს მცნება გულისხმობს სამ რამეს: 1) თაყვანი სცე ცოცხალ ღმერთს და მხოლოდ მას, რადგან სხვა ღმერთი არ არსებობს; 2) გწამდეს და სასოებდე მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს და მხოლოდ მის წინამძღოლობასა და მფარველობას ელტვოდე მთელი შენი სიცოცხლე და 3) გიყვარდეს უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და გწამდეს, რომ სწორედ მისი ნებაა ყოველი ადამიანისთვის სიკეთის მომტანი, ამავე დროს საჭირო და სრულყოფილი.
ცხვრის ქურქში გახვეული მგლები
ხშირად მრავალი პრაქტიკოსი მკითხავი და ეზოთერიკი ეფარება მართლმადიდებლურ ატრიბუტიკას. სინდისის ქენჯნის გარეშე სარგებლობენ ისინი საეკლესიო სანთლებით, შეფუცვებზე მოუწოდებენ წმინდანთა სახელებსაც. საერთოდ, “კარგად” ნიღბავენ თავიანი პრაქტიკის სატანურ არსს. მოკლედ, ერტი საბავშვო ზღაპრისა არ იყოს, ცხვრის ქურქში გახვეული მგლებივით იქცევიან.
ერთ-ერთ საიტზე წავიკითხეთ, რომ წითელი ძაფი თავისი ფესვებით მიდის ძველაღთქმისეულ რაქელამდე და საერთოდ ის განსაკუთრებით არც კი ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. მაგრამ, ეს სიცრუეა… ჩვენ კარგად ვიცით მისი ჭეშმარიტი არსი…
და ბოლოს რჩევა: მოიხსენით წითელი ძაფები და მაჯაზე სალოცავი ფსკვნილები შემოიხვიეთ, მაგრამ არა როგორც აქსესუარი და არა როგორც “მართლმადიდებლური ამულეტი”, არამედ იმისთვის, რათა ხშირად ილოცოთ ღმრთის მიმართ. ილოცოთ და იცხოვროთ სულიერი ცხოვრებით. ხშირად ეზიაროთ და მიეახლოთ ჭეშმარიტ სიცოცხლესა და სიკეთის უტყუარ მომნიჭებელს, ჩვენს მაცხოვარს – იესუ ქრისტეს.