ახალციხე–ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავარიისას დაშავებული მეორე ადამიანი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„ორი ქალბატონი შემოიყვანეს. ერთი დაახლოებით შემოყვანიდან ნახევრ საათში გარდაიცვალა, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ყველაფერი ჩაუტარდა. პოლი-ტრავმა ქონდა და მრავლობითი დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა და რეანიმაციისა გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი სტაბილურად მძიმეა, გონზეა უტარდება კვლევები“,-გვითხრა კლინიკა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ორი დაშავებულიდან ერთი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილებიდან ერთი ქალია, მეორე მამაკაცი.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. კონკრეტულად, რომელი ნაწილით არის გამოძიება დაწყებული ჩვენთვის უცნობია, დაზუსტებას უწყებისგან ველოდებით.
წყარო: sknews