მომღერალი ეკა კვალიაშილი საახალწლო კონცერტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„მე მათი კოლეგა არ ვარ… არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც მივიღებ მონაწილეობას. იცი რა არის? სიმღერა ჩემი სამსახურია. კონცერტი ჩემი საქმეა, მე თუ კონცერტზე არ გამოვედი, არ ვიმღერე, მე უკაცრავად და ვინ მარჩენს ძალიან მაინტერესებს. რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდე კონცერტზე?!…“, – განაცხადა მუსიკოსმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას.