• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, July 7, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და როგორია საშობაო ტრადიციები?

by inew
6 January 2025
in საზოგადოება
0
რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და როგორია საშობაო ტრადიციები?
0
SHARES
146
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია.

რას ნიშ­ნავს „ძვე­ლი” და „ახა­ლი” სტი­ლი? რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ მა­ცხოვ­რის შო­ბას ჩვენ 7 იან­ვარს, და­სავ­ლურ-ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო კი – 25 დე­კემ­ბერს? ან რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას ორ­ჯერ?

შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს უდი­დე­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლად 7 იან­ვარს აღ­ნიშ­ნავს მა­ცხოვ­რის შო­ბას, მაგ­რამ ყო­ვე­ლი დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად თავს იჩენს ასე­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლი კი­თხვე­ბი:

რას ნიშ­ნავს “ძვე­ლი” და “ახა­ლი” სტი­ლი? რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ მა­ცხოვ­რის შო­ბას ჩვენ 7 იან­ვარს, და­სავ­ლურ-ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო კი – 25 დე­კემ­ბერს? ან რა­ტომ ვდღე­სას­წა­უ­ლობთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას ორ­ჯერ?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა და მო­სახ­ლე­ო­ბის გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბა ორი­ო­დე სი­ტყვით ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს სა­კი­თხი ოდით­გან­ვე ღრმა ანა­ლი­ზი­სა და კვლე­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და. ჩვენ­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი და ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არის ის გზა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­ი­ა­რა და რომ­ლის­გა­ნაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე არც ერთი მის­ხა­ლით არ გა­და­უხ­ვე­ვია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო თა­რი­ღი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის იმ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნას­თან, რაც სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი წე­სით გან­ლა­გე­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ულ თან­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს, ანუ რა­საც იესო ქრის­ტე შე­ე­ხო, ყო­ვე­ლი­ვე გან­წმინ­და.

ქრის­ტეს შო­ბამ­დე I სა­უ­კუ­ნე­ში, 44 წელს, რო­მის იმ­პე­რა­ტორ­მა იუ­ლი­უს კე­ი­სარ­მა ეგ­ვიპ­ტე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ახა­ლი კა­ლენ­და­რი შე­მო­ი­ღო, რომ­ლის მი­ხედ­ვით წე­ლი­წა­დის პირ­ველ დღედ 1 იან­ვა­რი გა­მო­ა­ცხა­და. ხსე­ნე­ბუ­ლი კა­ლენ­და­რი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში არ შექ­მნი­ლა და არც კე­ი­სა­რი გახ­ლდათ სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე. კა­ლენ­და­რი არ იყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის დრო­ინ­დე­ლი, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით დრო­ის ათ­ვლის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფილ მო­დელს წარ­მო­ად­გენ­და. ეკ­ლე­სი­ამ იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი შე­ით­ვი­სა არა რო­გორც სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი სის­ტე­მა, არა­მედ რო­გორც მეც­ნი­ე­რუ­ლი აზ­რის მო­ნა­პო­ვა­რი ისე­ვე, რო­გორც შე­ით­ვი­სა ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე­ლი ან­ბა­ნი, სამ­შე­ნებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვა.

IV სა­უ­კუ­ნი­დან, რო­დე­საც იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­და­რი მო­ექ­ცა სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბის წი­აღ­ში, იგი უწ­მინ­დეს დღე­სას­წა­ულ­თა აღმნიშ­ვნე­ლი გახ­და. 325 წელს, ნი­კე­ა­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე ამ სა­კი­თხზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრით, ანუ ძვე­ლი სტი­ლით აღ­ნიშ­ნავს ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულს. კე­ის­რის დრო­ინ­დე­ლი კა­ლენ­დრის­გან ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ სა­კულ­ტო ორი­ენ­ტი­რე­ბის ნაც­ვლად კა­ლენ­დრის ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი მა­ცხოვ­რის ბწრყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის თა­რიღ­მა და­ი­კა­ვა.

1582 წელს კა­ლენ­დრის “რე­ფორ­მა” მოხ­და რო­მის პაპ გრი­გოლ II ინი­ცი­ა­ტი­ვით და იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის პა­რა­ლე­ლუ­რად გრი­გო­რი­ა­ნუ­ლიც იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის შე­დე­გად ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა უძ­რავ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ დღე­სას­წა­ულს და­შორ­და ათი დღით, ხოლო XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში “დრო­ის დეკ­რე­ტით” სამი დღეც და­ე­მა­ტა. ჯერ კი­დევ 325 წელს, ნი­კე­ის მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნის სა­კი­თხიც იქნა გან­ხი­ლუ­ლი. წმ. მეფე კონ­სტან­ტი­ნე დიდ­მა ნი­კე­ი­დან ეპის­ტო­ლე­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა ყვე­ლა იმ ეპის­კო­პოსს, რომ­ლე­ბიც წმი­და კრე­ბას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ. ეპის­ტო­ლეს ერთ-ერთ ფრაგ­მენ­ტში წე­რია: “…დაე, თქვენ­მა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბამ გან­სა­ზღვროს, თუ რამ­დე­ნად არა­სა­ქე­ბა­რია და საძ­რა­ხი­სი, რათა ერ­თსა და იმა­ვე დღე­ებ­ში ერ­თნი მარ­ხუ­ლობ­დნენ და სხვა­ნი კი იხ­სნი­ლებ­დნენ და აღ­დგო­მის დღის შემ­დეგ კი პირ­ველ­ნი ზე­ი­მობ­დნენ და იშ­ვებ­დნენ, მე­ო­რე­ნი კი მარ­ხუ­ლობ­დნენ”.

მარ­თა­ლია, აქ ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მა­ზეა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ უდა­ვოა, რომ წმი­და მა­მებს მხედვ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბო­დათ სხვა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლე­ბიც.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კა­ლენ­დრის და­ზუს­ტე­ბა ან დახ­ვე­წა, ან მას­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა სა­თა­ნა­დო და­სა­ბუ­თე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ფრი­ად სა­ზი­ა­ნოა ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბი­სათ­ვის. ეს სა­კი­თხი მსოფ­ლიო I სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე გა­და­წყდა და მისი შეც­ვლა მხო­ლოდ მსოფ­ლიო კრე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში რჩე­ბა.

ამ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბა ახა­ლი სტი­ლის გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, არც სა­ყო­ველ­თაო შე­თან­ხმე­ბაა მიღ­წე­უ­ლი. ყვე­ლა­ზე “ხი­ლუ­ლი” და მყა­რი არ­გუ­მენ­ტი, რაც ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია და რაც აღი­ა­რებს ძვე­ლი სტი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბას ახალ­თან შე­და­რე­ბით, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, აღ­დგო­მის დღის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, იე­რუ­სა­ლი­მის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი პატ­რი­არ­ქის სან­თლებ­ზე ღვთა­ებ­რი­ვი ცე­ცხლის გარ­და­მოს­ვლაა (და სხვა სას­წა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით აღეს­რუ­ლე­ბა)! ღვთის მიერ მოვ­ლე­ნი­ლი ეს ზე­ცი­უ­რი სას­წა­უ­ლი სწო­რედ იმის დას­ტუ­რია, რომ ძვე­ლი სტი­ლი, ანუ ის გზა, რო­მელ­საც გა­ნუხ­რე­ლად ად­გას მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, არის სრუ­ლი­ად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ არე­გუ­ლი­რებს სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ რიტმს. სწო­რედ ეს არის იუ­ლი­უ­სის კა­ლენ­დრის დოგ­მა­ტუ­რი ღირ­სე­ბა, რო­მელ­საც მყა­რად იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია.

ქრის­ტე­შო­ბა აღ­დგო­მის შემ­დეგ უდი­დე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ჩვენ­ში ეს 7 იან­ვარს აღი­ნიშ­ნე­ბა. ყო­ველ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა მორ­წმუ­ნემ, რო­მე­ლიც თავს ეკ­ლე­სი­ის წევ­რად მი­იჩ­ნევს, უნდა იცო­დეს, თუ რო­მე­ლი კა­ლენ­დრით ცხოვ­რობს მისი ეკ­ლე­სია. ამი­ტომ ჩვენ, რო­გორც დედა ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი, ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, მხო­ლოდ­დამ­ხო­ლოდ ძვე­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით ვი­ზე­ი­მოთ ქრი­ტე­შო­ბაც და სხვა ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლიც.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ წელს, ეს სა­ე­რო დღე­სას­წა­უ­ლია და ახა­ლი სტი­ლით 1 იან­ვარს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია სა­ა­ხალ­წლო პა­რაკ­ლისს ძვე­ლი სტი­ლით, 14 იან­ვარს იხ­დის და სა­გან­გე­ბო ლოც­ვა­საც აღავ­ლენს. 1 იან­ვარს, რო­დე­საც სა­ე­რო კა­ლენ­დრით მთელ პლა­ნე­ტა­ზე ახა­ლი წელი დგე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ეკ­ლე­სი­უ­რი ხალ­ხი სუფ­რი­თა და ზე­ი­მით ხვდე­ბა ამ თავ­სმოხ­ვე­ულ დღე­სას­წა­ულს, მო­მარ­ხუ­ლე­ე­ბი კი 7 იან­ვარს, ანუ ნამ­დვილ 25 დე­კემ­ბერს – ქრის­ტე­შო­ბას გა­იხ­სნი­ლე­ბენ.

მაცხოვრის შობა
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ.
თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში – იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა.
ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა. უმტკივნეულოდ ნაშობი ჩვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად გაახვია სახვევებში და ბაგაში მიაწვინა.
იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წარმოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. უთხრა მათ ანგელოზმა.
მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს. მათ შემდეგ ახლად გაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით „მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად. თაყუანისცემად მისა“ და, როცა იხილეს ყრმა მაცხოვარი, „დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“ ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც ადამიანს.
დღესასწაულის ისტორია
ეს უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაული წმიდა ეკლესიამ პირველსავე საუკუნეში დააწესა.
377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში.
იოანე ოქროპირის ინიციატივით შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა 25 დეკემბერს. რადგან იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.
საშობაო ტრადიციები
ქრისტეს შობის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც მარხვის, როგორც სულიერი განწმენდის დასრულებითა და ახალი ცხოვრების დასაწყისად წარმოსახავდნენ და მას სიხარულით უნდა შეგებებოდნენ.
ამ დღესასწაულს საწესჩვეულებო რიტუალი ახლდა თან. ფაქტობრივად, სამზადისი იწყებოდა შობის წინა დღეს.
24 დეკემბერს სამეგრელოში ქირსე საღამოს (ქრისტე საღამოს) უწოდებდნენ; გურიაში – მრავალწლობას; იმერეთში – კორკოტობას; რაჭაში – კორკოტობას ან ჭანტილობას; ლეჩხუმსა და სვანეთში – ჭანტილობას; ზემო სვანეთში – შობ-ს; ქართლში – ქრისტეს კორკოტობას და ა.შ. ეს საღამო დიდ უქმედ ითვლებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის; არ შეიძლებოდა კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე.
ამ დღეს მთელ საქართველოში ხორბლისგან იხარშებოდა ფაფა, რომელსაც ეწოდებოდა: ჭანტილი (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი); კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო); ქრისტეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი); ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვ.
ჭანტილის ანუ კორკოტის მოსამზადებლად ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა გაერჩიათ ხორბალი და ჩაედგათ მოსახარშად. იგი იკაზმებოდა ხახვით, მარილითა და ნიგვზით.
გურიაში შობისთვის მზადების მთავარი რიტუალი ღვეზლის (საწესო პურის) გამოცხობა იყო. ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელი ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველსა და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელი ან შუაზე გაჭრილი იდებოდა.
ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, უფროსებისთვის უფრო დიდი ზომის, პატარებისთვის მომცრო. ღვეზლის გამოცხობა მიცვალებულისთვისაც იცოდნენ.
ჩვეულებრივ, შობის წინა საღამოს (ზემო სვანეთში), იკვლებოდა საშობაო ღორი. ღორის დაკვლის შემდეგ მოდიოდნენ მეალილოეები, მგალობლები, ქრისტეს მახარობლები – სამი-ოთხი მამაკაცის ან ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს შობას ულოცავდნენ.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან მამაკაცი მეალილოეებს გამოუტანდა ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს (ამ უკანასკნელს იმერეთში საციქველი ეწოდება); სამეგრელოში ასე ამბობდნენ, – ალილოზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო.
როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოშიც, ქართლსა და კახეთში იკვლებოდა ღორი, რომელსაც ნოემბრიდან ასუქებდნენ. ამ დღეს საუკეთესო ხორბლის ფქვილისგან ცხვებოდა ქადა, რომელსაც იმდენ ნაწილად ყოფდნენ, რამდენი ოჯახის წევრიც იყო, ანთებდნენ სანთლებს.
საშობაო სუფრაზე უნდა ყოფილიყო: პური, ყველი, ქათამი, ინდაური, საკლავის ხორცი, თხილ-კაკალი, ღვინო და ყველაფერი, რის საშუალებაც ოჯახს ჰქონდა. სუფრასთან რომ დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დაილოცებოდა: “ღმერთო, მშვიდობის ზაფხული მოგვეცი, ბარაქიანი წელიწადი მოგვეცი! ღმერთო, უშველე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს!”
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადი საწესჩვეულებო რიტუალები ხატში სრულდებოდა. მზადდებოდა მთის ყოფაში დამკვიდრებული კერძები და სასმელი, ხინკალი, შეთქმული საკლავის ხორცი, ფაფა, მოხარშული ბრინჯი და სხვ.
გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ძალიან მგავს“ – რას ყვება გიორგი ნაზღაიძე 12 წლის შვილის შესახებ?

Next Post

„ცხედარი მდინარეში გადააგდეს“ – შსს-ს განცხადებით, მესტიაში გატაცებული 2 ტურისტიდან ერთ-ერთი მოკლულია

Next Post
„ცხედარი მდინარეში გადააგდეს“ – შსს-ს განცხადებით, მესტიაში გატაცებული  2 ტურისტიდან ერთ-ერთი მოკლულია

„ცხედარი მდინარეში გადააგდეს“ - შსს-ს განცხადებით, მესტიაში გატაცებული 2 ტურისტიდან ერთ-ერთი მოკლულია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In