თურქეთის ქალაქ ტეკირდაგში, კაცმა ცოლი და 8 წლის ქალიშვილი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლის დასრულება თვითმკვლელობით სცადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მამაკაცმა ოჯახის წევრები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
პოლიციამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი და მისი გარდაცვლილი ცოლ-შვილი მათსავე საცხოვრებელ სახლში იპოვა.
მედიის ცნობით, მამაკაცს მიღებული ჭრილობების გამო გული გაუჩერდა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა შეძლო. ამჟამად ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: primetime