შემზარავ ავარიას მე-5 კლასელი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, ბავშვი მომხდარის დროს მამასთან ერთად იყო.
„საშინელი ტრაგედიაა. მიშიკო ავარიაში მამასთან ერთად მოხდა და დაიღუპა, მამა კი გადარჩა”, – ამბობს წყარო „გურია ნიუსთან“.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 168-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მიშიკო ამანათაშვილია.
„ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე, ჩვენი უსაყვარლესი მიშიკო…
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. უფალთან იყოს შენი სავანე ონავარო ბიჭო“, – ნათქვამია სკოლის სამძიმრის წერილში.