„საკმარისად ვზიდეთ ქალებმა ემიგრაციის ჭაპანი,ახლა თქვენი ჯერია“, – ამის შესახებ იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი მაკა ტატელიშვილი წერს.
„ყოველგვარი ზედმეტობის და პირფერობის გარეშე ვწერ ამ სტატუს.
თუ ცუდი ამბები გამოგვაქვს საჯაროდ კარგმა ამბავმა რა დააშავა?! პირიქით,სიკეთე გადამდებია და იქნებ სხვებსაც ჩემი შვილივით გაუმართლოს.
სრულიად უცხო ადამიანმა ამ ჯგუფში გამომეხმაურა და დამეხმარა. ჩემს 22 წლის შვილს დააწყებინა მუშაობა.
მჯერა ყველას გამოგივათ ვისაც არ გეზარებათ შრომა
ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ძალიან თავმდაბლად და შინაურულად გაუწოდა ჩემ შვილს ხელი. ყველა დღე ურეკავდა და ამხნევებდა.
მე კუდაბზიკა ხალხიდან დახმარების მიღება ძალიან მაშინებს იმიტომ,რომ ის ანგარებაზეა დაფუძნებული.
აქ იმიტო მოვნიშნე მაიკო რომ ხალხს იმედი გაუჩნდეს,დაკარგული იმედი იმისა რომ შეიძლება ცხოვრებაში სრულიად უცხო ადამიანმა დაგეხმაროს. არ უნდა მოგერიდოთ მიმართვაც,იქნებ და რა სიკეთის თვალით შემოგხედოთ ვინმემ. ხომ ხდება ზოგჯერ გინდება სიკეთის კეთება ადამიანს. თანაც სიკეთეს ჩვენი გახარებისთვისაც ვაკეთებთ ხოლმე და არა იმის გამო, რომ ვიღაცამ შეგვაქოს. პურველ რიგში ჩვენ გვავსებს და ჩვენ გვახარებს.
გზაში რომ ხელგაწვდილი დადის ადამიანი ლუკმა პურისთვის იმას საკვებით უნდა დაეხმარო და ჯამრთელ შრომისუნარიან ადამიანს სამსახური სჭირდება.
რაც შეეხება იმ კომენტარებს აქ რომ გაიხიკა მთელი საქართველოო და ვის უტოვებთ ქვეყანასო რომ წერთ საინტერესოააა ჩვენ უბრალო ადამიანებს,რომელსაც ოჯახი ძლივს გაგვაქვს ემიგრაციიდანაც კი საქართველოში გატყაული და გამოფხეკილი ჯიბეებით როგორ ვაჯობებთ არაბებს და თურქებს???
ურო ჩავცხოთ?? ყველა ობიექტი სადაც ფულის შოვნა შეიძლება მაგათ აქვთ შესყიდული. დაცულებიც ეგენი არიან სახელმწიფოსგან ჩვენზე მეტი. ლაპარაკი იოლია და გამოსავალი არ არსებობს.
ვინც წავიდა ჩემი ნაცნობი ამ ბოლოს ყველა გადავიდა. წარმატებებს გისურვებთ,განსაკუთრებით მამაკაცებს.
საკმარისად ვზიდეთ ქალებმა ემიგრაციის ჭაპანი,ახლა თქვენი ჯერია.
— მაია გიორგაძე-თან ერთად“, – წერს ემიგრანტი იტალიიდან.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…