რა გახდა იტალიაში 19 ქართველი ქალის დაკავების მიზეზი, რომლებიც მომვლელებად მუშაობდნენ? – ნახეთ, რა დეტალები ვრცელდება

0
SHARES
3.9k
VIEWS

იტალიაში 19 ქართველი ემიგრანტი ქალი დააკავეს. როგორც უდინეს პროკურატურაში აცხადებენ, ამის მიზეზი ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობა და დამზადებაა.

როგორც ცნობილია, დაკავებულები მომვლელებად მუშაობდნენ.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ყალბი პირადობებით ამზადებდნენ შემოსავლების სამსახურში ფისკალურ კოდს, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ.

ყველა მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ. კერძოდ, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის, რომლებიც იტალიაში ცხოვრებასა და მუშაობას არ კრძალავს.

არსებული ინფორმაციით, ისინი საზღვარგარეთ, 600 ევროს სანაცვლოდ დაამზადეს. თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.

წყარო: ფორმულა

გენერალური დალაგება კერძო სახლების მშენებლობა
Next Post