• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, January 21, 2026
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,დაიძინეს და ვეღარ ადგნენ… ბავშვს გაეღვიძა და ესენი რომ გაგუდული დახვდა, გამოაღო კარი და დერეფანში დაიწვა“ – რას უმძიმეს ამბავს ჰყვება თურქეთში დაღუპული ქართველი ქალის და

by inew
28 January 2025
in საზოგადოება
0
,,დაიძინეს და ვეღარ ადგნენ… ბავშვს გაეღვიძა და ესენი რომ გაგუდული დახვდა, გამოაღო კარი და დერეფანში დაიწვა“ – რას უმძიმეს ამბავს ჰყვება თურქეთში დაღუპული ქართველი ქალის და
0
SHARES
604
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში 21 იანვარს გაჩენილ ხანძარს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში ხანძრის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 51 ადამიანი დაშავდა.

ცნობილი ხდება, რომ იმ საბედისწერო დღეს, სასტუმროში ქართველი ემიგრანტი ქალი, ლაურა სალუაშვილი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლეც შეეწირა გაჩენილ ხანძარს.

ლაურა თურქეთში წლების გამავლობაში ოჯახში მუშაობდა. როგორც ირკვევა, სწორედ ეს ოჯახი იყო წასული სამთო-სათხილამურო კურორტზე დასასველებლად და მათ თან ახლდა 57 წლის ლაურა სალუაშვილი. სამწუხაროდ, მასთან ერთად დაიღუპა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ამ ბავშვების დედა.

ლაურა საქართველოში 24 იანვარს ჩამოასვენეს და 26 იანვარს თბილისში დაკრძალეს. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, ის ორი შვილის დედა იყო, ქალ- ვაჟი ჰყავს, ქალიშვილი გათხოვილია და ორი შვილიშვილის ბებია გახლდათ. ბიჭი დაოჯახებული არ არის. ძალიან უმძიმთ მომხდარზე საუბარი ოჯახის წევრებს.

“კვირის პალიტრა” ლაურას დას, მაია სალუაშვილს ესაუბრა:

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ლაურა ჩემი და არის. წლებია წასულია საქართველოდან სამუშაოდ. 2009 წლიდან თურქეთში მუშაობდა. თავიდან 3 თვეში ერთხელ მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, რომ ვიზა არ დაერღვია და საბუთები წესრიგში ჰქონოდა. მერე, როცა ამ ოჯახში დაიწყო მუშაობა, საბუთებიც მოუწესრიგეს. ჯერ ბავშვების ბებიასთან ცხოვრობდა, მისი ქალიშვილი – დეფნე რომ გათხოვდა, ბავშვების ბებიამ სთხოვა, მათთან გადასულიყო სამუშაოდ, რადგან პატარას ელოდებოდნენ და მას შემდეგ სულ დეფნესთან იყო. მინიმუმ 10 წელია იქ მუშაობს, ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრი იყო.

19 იანვარს წავიდნენ ამ კურორტზე დასასვენებლად. 17 იანვარს, პარასკევს ვესაუბრე მესენჯერით, ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ, მითხრა, რატომღაც ძალიან მეზარება იქ წასვლა, მაგრამ არ გამოვა, რომ არ წავიდეო.

სამშაბათს დილას რომ გავიგე, სასტუმრო დაიწვაო, მოსვენება დავკარგე. სახელიც არ ვიცოდი, რომელ ქალაქში მიდიოდნენ და რომელ სასტუმროში, მაგრამ ძალიან ვინერვიულე, რატომ არ ვკითხე-მეთქი. დავიწყე ჩემი დის ძებნა, ვურეკავდი მესენჯერში, ასე ვკონტაქტობდით ხოლმე და ვერ ვუკავშირდებოდი. არც აქტივობები ჩანდა სოციალურ ქსელში, არადა, აქტიური იყო ხოლმე, ძალიან უყვარდა ბავშვების ფოტოების და ვიდეოების დადება. ცუდად მენიშნა, მესიჯიც მივწერე, შენთან ხომ მშვიდობაა-მეთქი, ინტერნეტი გამორთული იყო. ჩემს დისშვილს დავურეკე, დედა ხომ არ გამოჩენილა-მეთქი, არ ვუთხარი, არ შევაშინე, მერე ვრეკავდი ჩემი დის ტელეფონის ნომერზე, მაგრამ უშედეგოდ, სოციალური ქსელით მივაგენით დეფნეს დეიდაშვილს, მან უკვე ოთხშაბათს გვითხრა, რომ ოთხივე გარდაცვლილი იყო.

მერე ბებიასაც დავურეკეთ და მანაც გვითხრა ოთხივე დავკარგეთო. დეფნეს ქალიშვილები 6 და 9 წლისები იყვნენ. ბებიამ გვითხრა ლაურა უაღრესად კარგი ადამიანი იყო, ჩვენთვის ძალიან ძვირფასიო.მალე ჩამოგვისვენეს საქართველოში, პარასკევს, გამთენიისას და უკვე დავკრძალეთ. ჩემი და, დეფნე და მისი პატარა გოგონა გაგუდულები იყვნენ, უფროსი გოგონა სულ დაიწვა. როგორც ჩანს, ბავშვს გაეღვიძა და ესენი რომ გაგუდული დახვდა, გამოაღო კარი და დერეფანში დაიწვა. მამის დნმ-ის ანალიზით ამოიცნეს უფროსი ქალიშვილი. საშინელი ტრაგედიაა. ფხიზელი ძილი იცოდა ლაურამ, არ ვიცი, რა მოხდა იქ, რატომ ვერ გაიგეს. დედა და შვილები თურქეთში პარასკევს დაკრძალეს, ჩვენ ლაურა კვირას დავასაფლავეთ. ოთხივეს ვტიროდი. ძალიან დიდი ტრაგედიაა, 57 წლის საღ-სალამათი, ჯანმრთელი იყო ჩემი და, 5 თებერვალს გახდებოდა 58 წლის”, – განაცხადა მაია სალუაშვილმა.

წყარო: „კვირია პალიტრა”.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვეღარ იცნობთ! – როგორ გამოიყურება დღეს თიკუნა ბულია, რომელმაც ყველას „კომედი შოუდან” შეაყვარა თავი?

Next Post

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In