რიყის პარკში 16 წლის იოსებ ადეიშვილი ღია თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.
გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანი პარკში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ოჯახის წევრების თქმით, ის მუსიკის გაკვეთილის შემდეგ პარკში სერინობდა, როდესაც მოულოდნელად, რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე ჭაში ჩავარდა და წყალში გაიგუდა.
ნახევარი საათის განმავლობაში მის გადარჩენას მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა წყლისა და ტალახის გამო, ბავშვის ამოყვანა ვერ მოხერცდა.