სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, პროფესორი და მეცნიერი, გაიანე სიმონია.
მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:
არც კი ვიცი რა ვთქვაპიროვნება და პროფესიონალი. ვისაც ოდნავ კი მაინც ჰქონია მასთან შეხება, ზუსტად იცის როგირი დანაკლისია ქალბატონი გაიანე ოჯახისთვის, კოლეგებისთვის, სამედიცინო განათლებისთვის საქართველოში დაუმკვიდროს უფალმა ცათა სასუფეველი“, – წერს მისი კოლეგა.
წარმოუდგენელი დანაკლისი, ნათელში იყოს
როგორ მიყვარდა და პატივს ვცემდი… მუდამ პროგრესული, მშრომელი, პასუხისმგებლიანი… ნათელი მის სულს
ნამდვილად სამწუხარო ინფორმაციაა. დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის. თანაგიგრძნობთ თქვენც და მის ოჯახსაც.
უსაყვარლესი! უჭკვიანესი! რა საწყენია! დიდ პატივს ვცემდი.. “, – წერენ სოციალურ ქსელში.
გაიანე სიმონიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.1977-1978წწ. გაიარა ინტერნატურის კურსი; 1978-1980წწ. იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1980-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1986–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ვოლუმორეგულაციის თავისებურებები და ნატრიურეზუალი ფაქტორების მნიშვნელობა გულის ქრონიკული უკმარისობის დროს”, დაიცვა 1987 წელს.სადოქტორო დისერტაციის თემა – “შეშუპების სინდრომის ჰუმორული მექანიზმები გულის ქრონიკული უკმარისობის დროს”, დაიცვა 1993 წელს.