რუსთავში, შარტავას გამზირზე მანქანა 25 წლამდე ქალს დაეჯახა.
შემთხვევა გადასასვლელზე მოხდა, შეჯახების შემდეგ ავტომობილს მეორე ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ,,ინფო რუსთავი“